FM97.5 / LIVE

‘პირი და ხელები ‘სკოჩით’ გაუკოჭეს’ – ახალციხეში 78 წლის ქალი გაძარცვეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.08.2018
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე 78 წლის ქალი ჯერ სცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს. პენსიონერის სახლიდან 400 ლარი წაიღეს.

‘პირი და ხელები ‘სკოჩით’ გაუკოჭეს’ – ახალციხეში 78 წლის ქალი გაძარცვეს

შემთხვევა ახალციხეში, 10 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. როგორც დაზარალებულის მეზობლები ყვებიან, სამი პირი გ.ფ–ს სახლში 03:00 საათზე, უკანა ფანჯრიდან შევიდა.

„ამ ქალს მძინარეს დადგომიან თავზე, ფული მოგვეციო. ქალს უთქვამს, 200 ლარი მაქვს და წაიღეთო. იმათ უთქვამთ, ვიცით რომ კიდევ გაქვს მეორე ოთახში და ისიც მოგვეციო. ამასობაში ერთ–ერთისთვის ქალს ფეხი ამოურტყია. ამის მერე იმათ ეს ქალი ისე უცემიათ, რომ დილამდე უგონოდ ეგდო, თან პირი და ხელები „სკოჩით“ გაუკოჭიათ“, – გვიყვება ერთ–ერთი მეზობელი, რომელმაც დილით დაშავებული გ.ფ–ს ნახვის შემდეგ პოლიციაში დარეკა.

მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში ჰქონდა მიყენებული: „განსაკუთრებით თვალებთან ჰქონდა ჩალურჯებები. ეტყობა თვალებში ურტყეს, სასწრაფოც იყო მოსული, მაგრამ საავადმყოფოში არ წაიყვანეს, ადგილზე გასინჯეს და წავიდნენ“.

როგორც მეზობლები ყვებიან, დაშავებულმა ერთ–ერთი ხმით იცნო.

„შესაძლოა ნათესავიც იყო, ისიც კი სცოდნიათ რომელ ოთახებში ინახავდა ფულს. ამბობენ, რომ ორი კაცი და ერთი ქალი იყო“, – ამბობს მეზობელი თამარ ჭალიძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ დაზარალებული შინ არ დახვდა. იგი ახალციხეში დასთან იმყოფება.

„ჩემთანაა და ახლა კარგად არის, არ უნდა არაფერზე ლაპარაკი“, – გვითხრა დაზარალებულის დამ და კარი მოგვიხურა.

მომხდარს შსს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძარცვის მუხლით იძიებს. უწყების ინფორმაციით, მძარცველებმა სახლიდან 400 ლარი წაიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი, 5–დან 8–წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  40 წლის ქალი დაჭრეს
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის  ქალი [ფოტო]
ბორჯომში ქალს სატვირთო დაეჯახა
ბორჯომში ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხი მოჰკვეთეს
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება