FM97.5 / LIVE

საფრანგეთის ელჩი ახალციხეში ქართულ–ფრანგულ პროექტს გაეცნო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.10.2016
ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროექტის გასაცნობად ახალციხეს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა. პასკან მონიე სოფლის მეურნეობის კუთხით, სამცხე–ჯავახეთში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მეცხოველეობის მცირე ფერმა მოინახულა.

საფრანგეთის ელჩი ახალციხეში ქართულ–ფრანგულ პროექტს გაეცნო

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პასკან მონიე ახალციხეს 12 ოქტომბერს ეწვია. მას პირველი ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური რძის“ წარმოამდგენლებთან ჰქონდა, სადაც ქართულ–ფრანგული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ორგანზიაციის ხედვას გაეცნო.

ორაგანიზაციის წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩს, სამცხე–ჯავახეთში მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ ფერმერთა დასახმარებლად ორი ქვეყნის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.

„საქართველოში ძალიან დიდი როლი ეკისრება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რადგან საფრანგეთი ამ კუთხით ერთ–ერთი ძლიერი ქვეყანაა, ვფიქრობ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. ჩემი დიდი სურვილია, რომ შეიქმნას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტი სოფლის–მეურნეობის მიმართილებით და ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადადგმულია“, – განმარტა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკან მონიემ.

ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროექტი GBDC-fert ახალციხეში 2009 წლიდან მუშაობს. იგი რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს: ასპინძას, ახალციხესა და ადიგენს მოიცავს. პირველი ორი წლის განმავლობაში, პროექტის ავტორებმა სამცხე–ჯავახეთში, ფერმერული მეურნეობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, ფერმერების გამოცდილებასა და ტრადიული მეთოდების გამოყენებისას მიღებულ შედეგებს გაეცვნენ. პრაქტიკული მუშაობა კი ორგრანიზაციამ 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, „კავკასიური რძე“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

 ფერმერული მეურნეობების განვითარება;
 ფერმერთა ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც შემდეგში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა ჩაერთონ;
 თავად ორგანიზაციის გაძლიერება და სხვადასხვა სერვისების მიწოდება ფერმერებისათვის.


პროექტის ფარგლებში, სპეციალისტები ფერმერებს თავიანთი ფერმერული მეუნეობის განვითარებისათვის ტექნიკურ და თეორიულ დახმარებას უწევენ, ფერმებში ინოვაციურ მეთოდებს ნერგავენ, ექსპერიმენტებს აკეთებენ მერძევეობის კუთხით.

„პროექტი საფრანგეთის საელჩოში წარვადგინეთ. ელჩი ძალიან დაინტერესდა, უნდოდა, რომ დეტალურად გასცნობოდა ჩვენს პროექტს და გვეწვია. ვფიქრობთ, რომ განსხვავებული მიდგომა გაქვს სხვა ორგანიზაციებთან შედარებით. ძირითადი იდეები მოდის ფერმერებისგან და ასევე ისინი არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, ჩვენ ორი წელია გვეხმარება საფრანგეთის საელჩოც“, – განმარტავს ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროექტის "კავკასიური რძის“ ხელმძღვანელი ზურა ყულჯანიშვილი.
დღის მეორე ნახევარში, საფრანგეთის ელჩი, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ რუსთავში გაემგზავრა. მან ადგილზე მოინახულა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პრაქტიკული სამუშაოები, გაესაუბრა ფერმერებს და დაათვალიერა ფერმა. ასევე მან ყველისა და ადგილობრივი რძის პროდუქცია დააგემოვნა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]
რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება
დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა [R]
‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება
სამცხე-ჯავახეთს  თურქეთის ელჩი სტუმრობდა
"ძლიერი ფერმერი ძლიერი ქვეყნისთვის" – ახალციხეში ფორუმი გაიმართება
პროექტი ‘ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა’ ®