FM97.5 / LIVE

‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება

მთავარისაზოგადოება 29.05.2015
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთის ფერმერები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ფორუმზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება

„ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის“, – ამ სახელწოდებით ახალციხეში ფორუმი ფერმერთა ასოციაცია „ერთობის“ ორგანიზებით მოეწყო. „ერთობას“ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიის ახალციხის ოფისი (GBDC AO), საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ასოციაცია FERT დაეხმარნენ.

„დღევანდელი შეხვედრა არის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვა ფერმერებისთვის. ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი პროგრამები წარადგინეს“, – ამბობს GBDC პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი ზურაბ ყულჯანიშვილი.

სამცხე–ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ 2015 წელს ჩამოყალიბდა. მასში რეგიონის ხუთი სოფლიდან ათი ფერმერია გაერთიანებული. ასოციაციის მიზანია დაეხმაროს იმ ფერმერებს, ვისაც ფერმერული მეურნეობის განვითარება სურს.

„გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა გავაფართოვოთ, ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ, განვავითაროთ, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს. ფერმერებს მოვუწოდებ, გაერთიანდნენ, ერთობლივად უფრო მეტი საქმე შეიძლება გაკეთდეს“, – ამბობს ასოციაცია „ერთობას“ დამფუძნებელი წევრი ჯემალ იაკობაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში მცხოვრები ფერმერი გიორგი გედევანიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდება: „გასაღების ბაზარი არ არსებობს, ბორჯომი ღირს ერთი ლიტრი 1,20 ლარი და რძე ღირს 50–60 თეთრი, ბაზარზე ყველი ღირს 3 ლარი, გლეხი მოგებას ვეღარ ნახულობს, თივას დამზადება უნდა, მოვლა და პატრონობა უნდა საქონელს, გლეხს აღარაფერი რჩება. თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება“.

სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე კუცაიძის თქმით, კარგია, რომ ფერმერებმა დაიწყეს გაერთიანება.

„ის, რასაც ვერ გააკეთებს ერთი ადამიანი, ყველა ერთობლივად აკეთებს და ეს არის კარგი გამოცდილება, რომელიც დასავლეთ ევროპაში და მოწინავე ქვეყნებში არსებობს. მოხარული ვარ იმ ენთუზიაზმით, იმ შრომისმოყვარეობით და იმ დამოკიდებულებით საქმისადმი, რაც ამ ხალხს შეუძლია“, – განაცხადა კონსტანტინე კუცაიძემ და აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ფერმერებს და გაერთიანებებს.

‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ძლიერი ფერმერი ძლიერი ქვეყნისთვის" – ახალციხეში ფორუმი გაიმართება
რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება
საფრანგეთის ელჩი ახალციხეში ქართულ–ფრანგულ პროექტს გაეცნო
ასპინძაში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში ფერმერებს პესტიციდების შესახებ ესაუბრნენ
ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია ჩამოყალიბდა