FM97.5 / LIVE

‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2018
ყველაზე მეტად დიდ სცენაზე გასვლა, სიმღერა და აპლოდისმენტები უყვარს. ამბობს, რომ კლასიკური სიმღერის შესრულება სხვა ჟანრებთან შედარებით უკეთ გამოსდის. მომავალში ძალების მოსინჯვასაც ამ მიმართულებით გეგმავს. პირველი ნაბიჯები კი უკვე გადადგა. ნიკა სამუსიკო სკოლის საგუნდო განყოფილების კურსდამთავრებულია.

‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]

ნიკა ბერიძემ სიმღერა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო, მისი პირველი ვოკალის მასწავლებელი ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი, მონაზონი ნინო სარაშვილი იყო. პირველად ფართო აუდიტორიისთვისაც ამ ასაკში იმღერა, მულტფილმიდან „ხელმარჯვე ოსტატი“ ერთ–ერთი მელოდია შეასრულა. ამბობს, რონ პატარაობიდანვე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს, თუმცა მასთან ყველაზე ახლოს კლასიკაა.

„მიყვარს როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი. ბოლოს ტაშის ხმა განსაკუთრებით მახარებს. თუმცა, ვიდრე სცენაზე გავალ კულისებში ძალიან ვნერვიულობ, რომ არ დავიბნე დარბაზში ერთ წერტილს ამოვირჩევ, სიმღერაზე ფიქრს დავიწყებ და მერე ვიღებ პირველ ნოტს“, – გვიყვება ნიკა.

მისი თქმით, ყველა კონცერტზე გამოსვლაში განსაკუთრებით დედა ეხმარება. ირმა დავლაშერიძე ახალციხის სამუსიკო სკოლის მასწავლებელი და ნიკას კონცერტმეისტერია. ამიტომ სცენაზე მარტო არასდროსაა, დედა ინსტრუმენტთანაა და შესრულებაში ეხმარება: „სიმღერის დროს კარგად მომყვება. დედა თუ სცენაზე არაა, მგონია ვერ ვიმღერებ, მისი დანახვა ყოველთვის მამხნევებს“.



ნიკა არაერთი კლასიკური მუსიკის კონკურსის მონაწილეა: „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურიატის წოდება მაქვს მიღებული. ვმონაწილეობდი კონკურსში „ჰარმონია“. ასევე, ვმღეროდი იტალიაში, კლასიკური სიმღერის კონკურსშიც“.

იტალიაში, ქალაქ პეზაროში მდებარე ვოკალისტთა აკადემიაში 2016 წელს გამართულ კონკურსში ნიკა ჟიურის სიმპათია გახდა. ამ აკადემიიდან მან მოწვევა წელსაც მიიღო, თუმცა წასვლა ვერ მოახერხა.

„თუ ვოკალისტთა აკადემიის კონკურსში ისევ მიიღებს მონაწილეობას, როცა სრულწლოვანი გახდება, იქ მასტერკლასის გავლის შესაძლებლობა ექნება. ასე, რომ სამომავლოდ წინსვლისთვის ეს მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა“, – გვიყვება ნიკას დედა.

ნიკა ახლა მეცრე კლასშია. სკოლაში ყველაზე მეტად ბიოლოგიის გაკვეთილები უყვარს. დღის მეორე ნახევარში ქართულ ცეკვებზე დადის და ხატავს კიდეც.
„ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, როცა მეგობრებთან ერთად ვარ და ვმღერი“, – ამბობს ნიკა.

თუმცა, 15 წლის ასაკში მისი ხმის დატვირთვა არ შეიძლება: „ახლა გარდატეხის ასაკშია და თუ ხმას არ გაუფრთხილდა, მომავალში შეიძლება წარმატების მიღწევა გაუჭირდეს. არადა მისი მომავალი სიმღერას უკავშირდება“, – ამბობს ირმა.

‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
ნიკა გვარამია: მთავრობა რ2-ის შენობაში შევარდნაზე მსჯელობს
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]
ამ წუთებში ახალციხის ციხეში რეპეტიციები მიმდინარეობს
ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა
როცა ხუთი შვილის დედა ხარ