FM97.5 / LIVE

ამ წუთებში ახალციხის ციხეში რეპეტიციები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.08.2012
ამ წუთებში ახალციხის ციხეში, როგორც ქვედა, ასევე ზედა ციხის ტერიტორიაზე რეპეტიციები მიმდინარეობს. ციხიდან ერთდროულად განსხვავებული მუსიკის ხმა ისმის

ამ წუთებში ახალციხის ციხეში რეპეტიციები მიმდინარეობს

კონცერტისთვის ემზადებიან ზედა ციხეში დამონტაჟებულ სამივე სცენაზე.

’’ვართ სიმებიანი კვარტეტი სახელმწიფო ოპერის თატრიდან. მოხარული ვართ, რომ ჩვენც ჩაგვრთეს ამ ღონისძიებებში. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ წარმოვადგენთ შეზავებულ მუსიკას, ეს არის კლასიკური, პოპულარული და ქართული მუსიკა”, - ამბობს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმეისტერი ლელა მჭედლიძე.

სიმებიანი კვარტეტის რეპეტიცია ციტადელის მახლობლად დამონტაჟებულ სცენაზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენელთა მეორე ნაწილი, ვიოლინოსა და არფას ჯგუფი, რეპეტიციას ასევე ზედა ციხის ტერიტორიაზე მდებარე მეორე სცენაზე გადის. ამ წუთებში აქ ხმას ამოწმებენ.

”ამ სცენაზე ვიქნებით კლასიკური მუსიკის წარმომადგენლები. მე შევასრულებ სოლო ნაწარმოებს, ეს იქნება შოპენისა და ლისტის ნაწარმოებები. ასევე შესრულდება საოპერო არიები, რომელთაც მე გავუწევ აკომპანიმენტს”, - გვითხრა პიანისტმა დავით ალადაშვილმა.

ამავე სცენაზე რეპეტიციას გადის მარიამ როინიშვილიც.
”რამდენიმე საოპერო არიას შევასრულებ. ძალიან მიხარია რომ განახლებულ და გალამაზებულ ახალციხეში ვიმღერებ”, - ამბობს იგი.

[skmews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შარლ აზნავური რეპეტიციას გადის
‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე
შარლ აზნავურის კონცერტი დაიწყო
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
საქველმოქმედო სპექტაკლი ახალციხეში
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში