FM97.5 / LIVE

ნიკა მელია ოლქებში სხდომების დატოვებაზე: 'ეს იყო საპროტესტო ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით'

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 12.09.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნების გაყალბების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიებში "ქართული ოცნების" წარმომადგენელების ოჯახის წევრები და ახლობლები დანიშნა.

ნიკა მელია ოლქებში სხდომების დატოვებაზე: 'ეს იყო საპროტესტო ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით'

გუშინ, 11 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ხუთში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევნები, ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებმა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, პროტესტის ნიშნად დატოვეს. ნიკა მელიას განმარტებით, "ოცნება" ცდილობს რაც შეიძლება მეტი ახლობელი დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიებში.

"ეს იყო საპროტესტო ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“ და არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანას თავზე დაასვას პუტინის ხელდასმით გამოგონილი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის წარმოებაში", – აცხადებს ნიკა მელია.

მისი თქმით, ოლქებში არჩევნების ჩატარებამდე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არაერთი ბრიფინგი გამართა, სადაც კონკრეტული ფაქტებით საზოგადოებას გააცნეს ის პირები, რომლის დანიშვნასაც "ოცნება" გეგმავდა: "ოჯახის წევრებს ნიშნავენ იმ გამოყოფილ კვოტებზე, სადაც კანონის თანახმად უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი დანიშნული".

იგი იმედოვნებს, რომ მიუხედავად მცდელობისა არჩევნებს ვერ გააყალბებენ: "ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება და სამცხე–ჯავახეთში ერთი ადამიანი მაინც არსებობს, ვინც სხვაგვარად ფიქრობს?! გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალ პარტიებს ეყოლებათ არჩევნებზე ძალიან სანდო დაკმკვირვებლები და კომისიის წევრები იმისთვის, რომ არ ჩაადენინოს დანაშაულებრივი ქმედება "ქართული ოცნების" კომისიის წევრებს".

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევნები სამცხე–ჯავახეთში 11 სექტემბერს ჩატარდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები