FM97.5 / LIVE

როზა ხითარიშვილი: ‘აბასთუმანში, კორპუსში ყველა ფანჯარა შეცვალეს ჩემების გარდა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2018
როზა ხითარიშვილი ამბობს, რომ ადიგენის მერიამ, აბასთუმანში კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის დროს მხოლოდ მისი ორი ფანჯარა დატოვა, დანარჩენები კი შეცვალა. ხითარიშვილი თვითმმართველობას წელიწადზე მეტია ფანჯრების გამოცვლას სთხოვს.

როზა ხითარიშვილი: ‘აბასთუმანში, კორპუსში ყველა ფანჯარა შეცვალეს ჩემების გარდა’

ადიგენის მერიამ დაბა აბასთუმანში რუსთავლის N10–ში მდებარე კორპუსს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარა. ორსართულიან ბინას ძველი ფანჯრების ნაცვლად ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაუსვა, შეღება ფასადიც.

ამ კორპუსში მცხოვრები როზა ხითარიშვილი ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მეტალოპლასტმასის ფანჯრები მხოლოს მის ბინაში არ შეცვალა: „პირველ სართულზე ვცხოვრობ, აბასთუმანში ზაფხულობით ვარ–ხოლმე. როცა გავიგე, რომ კორპუსს არემონტებდნენ მეზობლებს დავურეკე კარები შეამტვრიეთ და სამივე ფანჯარა შეაცვლევინეთ–მეთქი. შესულან, კარებიც გაუტეხიათ, მაგრამ სამიდან მხოლოდ ის ერთი ფანჯარა შეუცვლიათ, რომელიც ქუჩის მხარეს იყო“.

იგი ადიგენის მერიას უკვე ერთი წელია დარჩენილი ორი ფანჯრის შეცვლას სთხოვს: „აბასთუმნის გამგებელთან ვიყავი და მითხრა მიღება–ჩაბარების აქტი უკვე ხელმოწერილია და არაფერი შეიცვლებაო. ადიგენშიც ვიყავი, მერის ერთ–ერთ მოადგილეს შევხვდი, ამის მერე მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და მითხრეს პროექტით გათვალიწინებული არ იყო თქვენი ფანჯრებიო“.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბინის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა მერაბ გიორგაძემ შეადგინა. მან შეკითხვაზე, თუ რატომ დარჩა მთელ კორპუსშ შესაცვლელი მხოლოდ ეს ორი ფანჯარა, გვიპასუხა: „იმიტომ არ ჩავსვი, რომ არ იყო პატრონი სახლში და ვერ შევიდოდი შიგნით. ერთი ფანჯარა კი, რომელიც ფასადის მხარეს იყო გარედან შევცვალეთ, ბინის უკანა მხარეს კი ვერ მივუდექით“.

როგორც როზა ხითარიშვილი ამბობს, მშენებელი კომპანიის თანმაშრომლებმა მისი ნებართვით ბინის კარი გატეხეს და ის ერთი ფანჯარა შიგნიდან შეცვალეს: „ადიგენის მერიის თანამშრომლის ნათქვამი სიცრუეა. მხოლოდ ის ერთი შეცვალეს, რომელიც აწყობდათ და წინა მხარე იყო, ორ ფანჯარას შეგნებულად არ მოკიდეს ხელი“.

ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხირტლაძის თქმით, მისმა თანამშრომლებმა იმ ორი ფანჯრის შეცვლა, რომელზეც როზა ხითარიშვილი დაობს, საჭიროდ არ ჩათვალეს: „მიზეზი ისაა, რომ ვიზუალური დათვალიერების დროს ის ორი ფანჯარა კარგ მდგომარეობაში იყო. ფასადი იყო ყველაზე მთავარი. ასევე, შეიცვალა ის ფანჯრები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იყო“.

როზა ხითარიშვილი უბრალოდ იმიტომ ჩავსვი, რომ მაშინ ახლების ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა“.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]
რაბათში მცხოვრები კაპანაძეები სახლის ფასადის შეცვლისთვის აღარ დაჯარიმდებიან
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა