FM97.5 / LIVE

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.07.2016
ახალციხის მერიამ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. კორპუსების შესაღებად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება

ქალაქის შესასვლელში, 10 კორპუსის შესაღებად 451. 455 ლარი დაიხარჯება. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს ვადა 18 ივლისამდე აქვთ.

გარე ფასადის რეაბილიტაცია №2, №4, №6, №8, №25, №29, №31, №33, №37 და №41 მრავალბინიან კორპუსებს ჩაუტარდებათ. გარემონტდება კორპუსის ფასადი, აივნებზე დაიგება მეტლახის ფილები, შეიღებება მოაჯირები და კარ-ფანჯრები.

მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსის გელვასი გელაძის განმარტებით, კორპუსების მხოლოდ სამი გვერდი მოწესრიგდება: „ეზოს მხარეს რეაბილიტაციას არ ვგეგმავთ. გვერდები და წინა მხარე შეიღებება“.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის განმვალობაში უნდა დაასრულოს. საგარანტიო ვადა 5 წელია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ე.წ. ივერიის ბინაში ეზო და კორპუსის ფასადი რემონტდება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადი შეიღება და ეზოში გზა დაიგო
თამარაშვილის ქუჩაზე ათი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხეში ხუთი კორპუსის სახურავს გამოცვლიან
ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსების ფასადების შეკეთება იწყება
ასპინძისა და რუსთაველის ქუჩებზე კორპუსების სადარბაზოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება