FM97.5 / LIVE

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2018
ვანის ქვაბებში ბერების კელიას მეტალოპლასტმასის კარი და ორი ფანჯარა აქვს. ქვედა იარუსზე კი სატრაპეზოსთვის ბერებმა ქვაბული თავად ამოაშენეს და აქაც მეტალოპლასტმასის კარი და ორი ფანჯარა ჩასვეს.

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

ვანის ქვაბებში ორ იარუსზე ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები მონასტრის წინაძღვარმა, იღუმენმა მათე ვაშაყმაძემ ჩასვა.

„მოგეხსენებათ, რომ აქ მკაცრი კლიმატური პირობებია, ხის ფანჯრებიც გვაქვს, მაგრამ სენაკებში სიცივე შედის. გარდა ამის ტემპერატურის ცვალებადობის გამო მისი [ხის კარ–ფანჯრის] გაღება და დაკეტვა ძალიან რთულია, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს იღუმენი მათე და ამატებს, რომ ქვაბულში ქვებით სატრაპეზოც მათ ამოაშენეს.

ამის გამო იღუმენმა მათემ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.

„მას შემდეგ რაც სასულიერო პირები გავაფრთხილეთ, მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. დაგვპირდნენ, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე არაფერი შეიცვლება. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბების რეაბილიტაცია დაიწყება ეს კარ–ფანჯრებიც შეიცვლება“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლზე კანონდარღვევით მშენებლობის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექისის 88–ე მუხლის მიხედვით, 12 000 ლარით ჯარიმდება: "კულტურის სამინისტროს გონივრული ვადა უნდა მიეცა ამ დარღვევის გამოსასწორებლად და თუ არ დაუბრუნებდნენ ძეგლს პირვანდელ სახეს სამართალდარღვევის ოქმი შეედგინათ".

მონასტერში გვიხსნიან, რომ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები ქვაბულებში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩაისვა.

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

დაახლოებით, სამი კვირაა, რაც გახშირებული ქვათაცვენის გამო ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. მონასტრის წინამძღვარი მათე ამბობს, რომ სრულად სამონასტრო კომპლექსის მხოლოდ ის ადგილი უნდა დაიკეტოს, სადაც ქვაბულებია, ეკლესიამდე მისვლა კი ყველას უნდა შეეძლოს, მათ შორის ტურისტებსაც.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა
‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი
‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]
ვანის ქვაბებში ჰიდროგეოლოგიური კვლევა გაგრძელდება
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა
‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან
რა დახვდებათ ახალი ტურისტებს ვანის ქვაბებში [Photo/Video]