FM97.5 / LIVE
ფასადები თვითნებურად შეცვალეს, ერთმა შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნა, მეორეს კი რამდენიმედღიანი ვადა აქვს.">

რაბათში მცხოვრები კაპანაძეები სახლის ფასადის შეცვლისთვის აღარ დაჯარიმდებიან

მთავარისაზოგადოება 10.10.2014
რეაბილიტირებულ რაბათში მცხოვრები ორი ოჯახიდან, რომლებმაც ფასადები თვითნებურად შეცვალეს, ერთმა შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნა, მეორეს კი რამდენიმედღიანი ვადა აქვს.

რაბათში მცხოვრები კაპანაძეები სახლის ფასადის შეცვლისთვის აღარ დაჯარიმდებიან

რეაბილიტირებული რაბათის უბანში, 108–2 ნომერში მცხოვრებმა ეკატერინე კაპანაძემ, თვითნებურად შეცვლილი ფასადი ისევ შეცვალა.
კაპანაძე სახლის პირველ სართულზე კომერციული ობიექტის გახსნას გეგმავდა და ამიტომ, ფანჯრის ადგილას კარი გაჭრა. მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიისგან გამაფრთხილებელი წერილი მიიღო, შენობას კარი მოხსნა და ისევ ფანჯარა ჩააშენა. თუ შენობას პირვანდელ სახეს არ დაუბრუნებდა, მას ჯარიმის 5.000 ლარის გადახდა მოუწევდა.

ახალციხის მერიაში კი განმარტავენ, კაპანაძეები ჯარიმის აღარ გადაიხდიან.

რაც შეეხება მეორე ოჯახს, შავაძეებს, რომლებმაც შენობის ფასადი ასევე თვითნებურად შეცვალეს, მერიიდან გამაფრთხილებელი წერილი მათ 1 ოქტომბერს გაუგზავნეს.

ციალა შავაძე რაბათის შესასვლელში, ციხისძირის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა მიშენებული კიბეების მონგრევა დღეს, 10 ოქტომბერს დაიწყო და უახლოეს მომავალში სახლის კედელს პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.

„მეუღლე მყავდა ცუდად და აქამდე ვერ შევძელი. ამ ადგილზე ისევ ფანჯარას გავაკეთებ“, – ამბობს ციალა შავაძე.

თუმცა მანამდე შავაძეები აცხადებდნენ, რომ სახლს მხოლოდ ორი რიგი აგური მოაცალეს და ამიტომ არაფრის შეცვლას არ აპირებდნენ. მოგვიანებით კი, მერიის გამაფრთხილებელი წერილის მიღების შემდეგ, ფასადისთვის პირველადი სახის დაბრუნებაზე დათანხმდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ
შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
რაბათში, ექვსი წლის წინ პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი ამ დრომდე მოსაწყობია
როზა ხითარიშვილი: ‘აბასთუმანში, კორპუსში ყველა ფანჯარა შეცვალეს ჩემების გარდა’
რაბათის შესასვლელში კანალიზაციის მილი შეცვალეს
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური