FM97.5 / LIVE

რა მოწესრიგდება ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.08.2018
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დღეს, 29 აგვისტოს საზაფხულო და ზამთრის კურორტების მოუმზადებლობის შესახებ ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ უკმაყოფილება დაბა ბაკურიანის შესახებაც გამოთქვა.

რა მოწესრიგდება  ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ზაფხულის კურორტები ტურისტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზად არ აღმოჩნდა: "ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად".

ბახტაძის თქმით, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის "ბოლო გაფრთხილება".

ბაკურიანში, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტებს პრობლემას რომ უქმნის, ამის შესახებ ტურისზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი მარიკა მაკიევაც საუბრობს

მისი თქმით, ზამთრის სეზონზე, დამსვენებლებს დისკომფორტი ცენტრალურ გზაზე საცობებმა შეუქმნა: „ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაში, პირველ რიგში, ალბათ გზები იგულისხმა. ზამთარში იყო საცობების პრობლმა. ახლა დაიწყება ახალი პროექტი, შემოვლითი გზა გაკეთდება და იმედი გვაქვს, რომ ცენტრალური გზა განიტვირთება“.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ზამთრის სეზონამდე დაბაში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება: „დაგეგმილია მრავალსართულიანი საპარკინგე ადგილის მოწყობა. ამჟამად წრიულზე ფეხით სავალი ნაწილიც ეწყობა“.

თვითმმართველობის ინფორმაციით, ამჟამად, ადგილობრივი ბიუჯეტით, დაბაში მიმდინარეობს 22 ჩიხის, ასევე, ხერგიანის, ახალშენის, ცაბაძისა და ქუმარიტაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტებისათვის 1 400 000 ლარი გაიხარჯება. ამასთან ერთად კეთდება ბაკურიანი-ციხიჯვრის გზის 8–კილომეტრიანი მონაკვეთი და ამისთვის თანხა გამოყოფილი მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაა.

თუმცა, მთავარი პრობლემა, ბაკურიანში ზამთრის სეზონზე, როგორც მაკიევა ამბობს, ტურისტებისთვის მაინც უამინდობის გამო ჩაკეტილი ტრასებია:
„ბაკურიანში სამი სათხილამურო ტრასაა: კოხტა–გორა, დიდველი და მიტარბი. ქარის გამო ითიშება და არ მუშაობს–ხოლმე დიდველი. ყველაზე აქტიურ პერიოდში, იანვარში ორი–სამი დღე მაინც იკეტება. ამიტომ სხვა ტრასებზე დიდი რიგია. ტურისტებს კი არ უღირთ რიგში დგომა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მხოლოდ 2 –ჯერ ახერხებენ დასრიალებას".

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მაკიევა ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, გასულ წელთან შედარებით, ბაკურიანში დამსვენებელთა სიმცირე იყო, თუმცა ეს ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას არ გამოუწვევია: „გასულ წლებში ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, რადგან სხვა ქალაქებში გაუსაძლისი სიცხე იყო, წელს კი ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით ცხელი დღეები მხოლოდ 5–6 დღე გაგრძელდა“.

მისივე თქმით, ზაფხულში დაბას 35 000 უცხოელი ტურისტი ეწვია. მათი უმრავლესობა ისრაელიდან, პოლონეთიდან და ჰოლანდიიდან შემოვიდა.
როგორც პრემიერ–მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაბა ბაკურიანი ოთხსეზონიან კურორტად უნდა ჩამოყალიბდეს, ამიტომ მან პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები რაც შეიძლება მალე დაასრულონ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბაკურიანში  დამსვენებლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ“
ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში
ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა