FM97.5 / LIVE

ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.08.2019
დაბა ბაკურიანში შემოვლითი გზის ნაწილი, სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სრული პროექტის ღირებულება კი, ექვს მილიონ ლარზე მეტია.

ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობა გრძელდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულდა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

„შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება“, - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში სხვა ძვირადღირებული პროექტებიც ხორციელდება. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება.

ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსპორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება და ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.

დაბა ბაკურიანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის ჯამში 55 მილიონი ლარი იხარჯება.

ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, კომპანია გ&კ ტექნოლოგი 6 354 211 ლარად ახორციელებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ბაკურიანში შიდა ქუჩების განტვირთვის მიზნით შემოვლითი გზა აშენდება
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით