FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძეს ახალციხის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გელა დემეტრაძეს, სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენის გამო, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. დაიშალა ფრაქციაც.

გელა დემეტრაძეს ახალციხის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა

გელა დემეტრაძისათვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას ცნობად, ახალციხის საკრებულო ხვალ, 24 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღებს. მიზეზი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

საქმე ეხება, 15 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს მანქანას გელა დემეტრაძე მართავდა.შსს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებლი განაჩენი 20 ივლისს გამოიტანა. გელა დემეტრაძეს სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა, 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი წლით ავტომანქანის მართვა აეკრძალა.

სასამართლო გადაწყვეტილება საკრებულოს 15 აგვისტოს ეცნობა. თავმჯდომარის გელა ნოზაძის განმარტებით, იმის გამო, რომ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების ვადა უკვე გასულია, საკითხზე იურიდიულმა კომისიამ იმსჯელა და თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დემეტრაძეს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე ცნობად მივიღებთ და საარჩევნო კომისიას ვაცნობებთ, რომ პარტიული სიის მიხედვით დეპუტატი ახალმა წევრმა ჩაანაცვლოს“, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

დემეტრაძეს უფლებამოსილება, თვითმმართველობის კოდექსის 43–მე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათავლისწინებით შეუწყდა, რომელის მიხედვითაც –„ დეპუტატის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა“.

როგორც გელა დემეტრაძე განმარტავს, მას საკრებულოში სავარაუდოდ პარტიული სიის მეოთხე ნომერი ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს –„თუმცა ჯერ ყველაფერი დაზუსტებული არ არის. ალბათ ორ კვირაში გაირკვევა ვინ შევა ჩემს მაგივრად საკრებულოში“.

საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, დაიშალა ფრაქცია "ევროპული საქართველოც", რადგან წარმომადგენლობით ორგანოში პარტიის სამ წევრზე ნაკლები დარჩა. საკრებულოს სხდომაზე ცნობად დეპუტატები ამ საკითხსაც მიიღებენ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საკრებულოში ახალი დეპუტატი შევა, ფრაქციაც შეიქმნება და ახალ თავმჯდომარესაც აირჩევენ.

ახალციხის საკრებულოში სხდომა ხვალ, 24 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში გელა დემეტრაძეს ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს
ახალციხის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
ახალციხეში ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა