FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.09.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წევრი გელა დემეტრაძე ამავე პარტიის წევრმა ეკა ტატალაშვილმა ჩაანაცვლა.

ახალციხის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს

აღნიშნული საკითხი ახალციხის საკრებულომ ცნობად დღეს, 7 სექტემბერს, მიიღო. სხდომას ტატალაშვილი არ ესწრებოდა.

„ტრენინგზეა წასული საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად და ამიტომ არ არის სხდომაზე“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციის ხელახლა შექმნაზე საკრებულოში განცხადება არ შეუტანია: „როგორც ვიცი, ორშაბათს მოგვამრთავენ“.

ეკა ტატალაშვილი 2000–2017 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა პოზიცაიზე მუშაობდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე ყოფილ დეპუტატს გელა დემეტრაძეს ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზი ავარიის გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია. საქმე ეხება 15 აპრილს ახალციხე–აბასთუმნის გზაზე მომხდარ ავარიას, რომლის შედეგადაც სამი პირი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

დემეტრაძეს სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, ერთი წლით ავტომანქანის მართვა აეკრძალა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 20 ივლისს მიიღო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში გელა დემეტრაძეს ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს
გელა დემეტრაძეს ახალციხის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა
ახალციხეში ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა