FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.12.2017
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დროებით გაუქმდა, მიზეზი ვაჟა ჩიტაშვილის მიერ საკრებულოს წევრობის მანდატის გაუქმება გახდა.

ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
ამის შესახებ ცნობილი დღეს, პირველ დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა.

„განცხადებით შემოვიდა ვაჟა ჩიტაშვილი, მან დატოვა საკრებულოს წევრობის მანდატი. ამას მოჰყვა ცვლილება ფრაქციაში და მის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ. მათი უფლებამოსილების აღდგენა ვერ მოხდება მანამდე, ვიდრე პარტია საკრებულოში ჩიტაშვილს სხვა წევრით არ ჩაანაცვლებს", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

ფრაქციას „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გელა დემეტრაძე ხელმძღვანელობდა.

„პროცედურები ასეთია, საოლქომ უნდა მიანიჭოს საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება სიაში მომდევნო წევრს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცედურები არ ვიცი. როგორც კი ეს მოხდება ჩვენ მაშინვე შევიკრიბებით და ხელახლა შევქმნით ფრაქციას“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

მისივე თქმით, ვაჟა ჩიტაშვილს "ევროპული საქართველო" ემანუელ პოზოიანით ჩაანაცვლებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა
ახალციხის საკრებულოში გელა დემეტრაძეს ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
გელა დემეტრაძეს ახალციხის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ახალციხის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა