FM97.5 / LIVE

კვამლისგან შეწუხებული მოქალაქეები საცხობის მეპატრონეს მერიაში უჩივიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2018
რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ხელმოწერების შეგროვებას და ახალციხის მერიაში განცხადების შეტანას აპირებენ. მათ უკმაყოფილებას იწვევს პურის საცხობის საკვამურიდან ამოსული კვამლი, რომელიც მათი თქმით საცხოვრებელ გარემოსა და საბავშვო სკვერს აბინძურებს.

კვამლისგან შეწუხებული მოქალაქეები საცხობის მეპატრონეს მერიაში უჩივიან

„დღე თუ ღამე, როცა ცეცხლს ანთებენ შავი კვამლი გამოდის, ფანჯრებს ვერ ვაღებთ და ზაფხულშიც გამოკეტილები ვართ“, – ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები. მათი თქმით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც პურის საცხობი ნამწვის გამწმენდი ფილტრის გარეშე მუშაობს, ამის გამო იკვამლება საცხობის გვერდით ახლად გაშენებული სკვერიც, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას და ბავშვები თამაშობენ.

„იმ კვამლში, როგორ ვათამაშოთ, ბავშვებს სუნთქვა არ უნდათ?!“,– გვეუბნებიან ადგილობრივები.

უკმაყოფილების შესახებ იცის საცხობის მეპატრონემ. დავით ბალიაშვილი ადასტურებს, რომ მეზობლებმა არაერთხელ მიმართეს: „ერთხელ უკვე დავამონტაჟე ფილტრი, მაგრამ პრობლემა ვერ მოაგვარა. ახლა კიდევ შეკვეთილი მაქვს თბილისში, უახლოეს დღეებში როგორც კი დაასრულებენ გაკეთებას, ჩამოვიტან და დავამონტაჟებ".

ამ ქუჩის მცხოვრებლებს შორისაა მერიის სამოქალაქო საბჭოს წევრი მერაბ ბერიძეც, რომელმაც პრობლემის გადაჭრა მერს საბჭოს პირველივე სხდომაზე სთხოვა: „ძალიან ბევრჯერ მივმართეთ ფურნის მეპატრონეს, მაგრამ პრობლემა იგივე რჩება. ირგვლივ ყველაფერი იკვამლება, ზამთარში რომ მოხვიდეთ თოვლი შავია თუ თეთრი ვერ გაიგებთ, გადაფენილია ნამწვები“.

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის თქმით, თუ კი მოქალაქეები წერილობით მიმართავენ, მერია მათ საცხობის მეპატრონესთან შუამდგომლობას გაუწევს.

კვამლისგან შეწუხებული მოქალაქეები საცხობის მეპატრონეს მერიაში უჩივიან

კვამლისგან შეწუხებული მოქალაქეები საცხობის მეპატრონეს მერიაში უჩივიან

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცხობში ორი თვის წინ დაპირებული ფილტრები კიდევ არ შეუცვლიათ
იყიდება საცხობის ინვენტარი ®
ახალი ამბები – 26 ივნისი [Audio]
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]