FM97.5 / LIVE

ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2018
ახალციხეში მინიფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს "ნიუ ქასლისა" და უნივერსიტეტის გუნდები შეეჯიბრნენ. ანგარიშით 7:1 უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა.

ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

ჩემპიონატი დღეს, 14 აგვისტოს 18:00 საათზე ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე ჩატარდა. ტურნირი 2 აგვისტოს დაიწყო და მასში 19 გუნდი მონაწილეობდა.

„ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ და ყოველთვის ვცდილობ, რომ მსგავს ჩემპინატებში მივიღო მონაწილეობა. დღეს დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით, რადგან ბიჭები ერთმანეთში შეთამაშებულები ვიყავით და ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო“, – ამბობს უნივერსიტეტის გუნდის წევრი გიორგი ბალახაძე.

დღეს ასევე, მესამე ადგილისათვის „წაქცეულებმა“ და სოფელ ურაველის გუნდებმა იბრძოლეს. მესამე ადგილზე ურაველი გავიდა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებს მედლები, თასები, და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, მათ ფულადი ჯილდო მიიღეს, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს – 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 100 ლარი ერგო.

ჩემპიონატში, ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, ვეტერანი ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მათ საჩუქრები გადასცეს.

ახალციხელი სპორტსმენის როინ სუდაძის სახელობის ტურნირი 2015 წლიდან იმართება. ჩემპიონატი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით ეწყობა.

ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მინიფეხბურთის  ჩემპიონატი დაიწყო
როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში დასრულდა
რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული
ადიგენში ფეხბურთის ტურნირი გამგეობის გუნდმა მოიგო
მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში გამარჯვება აწყურის გუნდს ერგო
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა
როინ სუდაძის სახელობის თასი 'მესხეთის' გუნდს ერგო