FM97.5 / LIVE

რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.07.2018
ახალციხელი კალათბურთელის შალვა რიკაძის სახელობის კალათბურთის ტურნირის ფინალში ერთმანეთს „ვეტერანები“ და „საგზაო სამმართველო“ დაუპირისპირდნენ.

რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული

ახალციხეში სასპორტო სკოლაში კალათბურთის მოყვარულებისთვის ტურნირი 9 ივლისიდან 12 ივლისამდე მიმდინარეობდა და მასში 6 გუნდი მონაწილეობდა.

„16 წლის ზევით ადგილობრივები თამაშობდნენ, იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების უფროსი სპეციალისტი გელა ძამუნაშვილი.

ფინალში ერთმანეთს „საგზაო სამმართველოსა“ და „ვეტერანების“ გუნდები შეხვდნენ. მატჩი საგზაოს უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვებითაც 79:30 დასრულდა. შესაბამისად, მეორე ადგილზე „ვეტერანები“ გავიდნენ, მესამე ადგილი კი „პატარა გიგანტებმა“ დაიკავეს.

„ნორმალური კონკურენტი გვყავდა, თუმცა გამარჯვებას ველოდით. კარგი იქნება თუ კალათბურთს ახალციხეში მეტ ყურადღებას მიაქცევენ“,– ამბობს „საგზაო სამმართველოს“ გუნდის წევრი გიორგი გურგენიძე.

სამივე ადგილზე გასულებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ, ასევე პირველ ადგილზე გასულ გუნდს – 300 ლარი, მეორეზე გასულს – 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დასრულდა კალათბურთის ტურნირი ორგანიზაციებს შორის
ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა
ადიგენში ფეხბურთის ტურნირი გამგეობის გუნდმა მოიგო
ახალციხეში კალათბურთის ტურნირი დაიწყო
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში კალათბურთის ტურნირი გრძელდება