FM97.5 / LIVE

ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2018
„წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის კომბაინერი იქნებიო, ვერ დავიჯერებდი. მოულოდნელად გადავწყვიტე, მამას პროფესია ავირჩიე“, – ამბობს 42 წლის ნონა ქოზაშვილი, რომელიც 2011 წლიდან კომბაინზე მუშაობს.

ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]

კომბაინის მართვა თვითონ ისწავლა და სპეციალური მოწმობაც აიღო. ფიქრობს, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა, თუმცა ამ საქმეს თან სიხარულიც ხშირად ახლავს: „ხანდახან ყანაში რომ შევდივარ, გლეხს თვალით ვანიშნებ არ გაქვს კარგი მოსავალი–თქო. მერე რომ ხედავს მოსავალი დიდია, ვცლი და არ ილევა, სახე უბრწყინავთ, გახარებულები მიყურებენ. ეს ისეთ ბედნიერებას მანიჭებს, რომ ამ დროს მთელი ქვეყანა ჩემი მგონია“.

ნონა შპს „მექანიზატორში“ მეშვიდე წელია მუშაობს. მისი სამუშაო სეზონურია და წლის განმავლობაში, დაახლოებით, ოთხი თვე გრძელდება.
თუმცა, ამ პერიოდში მოსავლის აღება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უხდება: „შირაქის ველიდან რომ დავიწყებთ, ჯავახეთში, სომხეთის საზღვართან ვამთავრებთ–ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უკიდურეს წერტილებამდეც მივდივარ“.

ამბობს, რომ მამა კომბაინზე მუშაობდა და მისი მომავალი საქმიანობა კომბაინს მამის სიყვარულით დაუკავშირა: „სამსახური მჭირდებოდა, თან მამას პროფესია ჩემთან უფრო ახლოს იყო. ის 51 წლის ასაკში დაიღუპა. ბავშვობაში უფრო მასთან ერთად ვიზრდებოდი, თუმცა, კომბაინის მართვა მამას არ უსწავლებია“.

ნონა ახალციხეში, სოფელ ფერსაში ცხოვრობს, სამი შვილი ჰყავს და მისი დილა 05:15 საათზე იწყება. როგორც თავად ამბობს, თუ იმ დღეს სამუშაოდ არ მიდის, ყველაზე მეტ დროს უმცროსი, ერთი წლის გოგონას მოვლას უთმობს.

ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]„მიუხედავად დატვირთული განრიგისა, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოწესრიგებული ვიყო. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ კუთხეშიც, ყველგან მყავს სტილისტი შეთანხმებული, რომ თმა დავივარცხვო, ფრჩხილები გავიკეთო. არ მიყვარს კაბინაში მოუწესრიგებლად ჯდომა, ასე უფრო გემრიელად ვმუშაობ“, – გვიყვება ნონა.

როგორც თავად ამბობს, იმის გამო რომ ერთდაერთი ქალი კომბაინერია თავს სასაცილო ამბავი ხშირად გადახდენია: „სამეგრელოში ვიყავი მოსავლის აღებაზე. ოჯახში დაგვპატიჟეს. სახლიდან ჭიშკრამდე სანამ მასპინძელი ქალი მოვიდა თავში ირტყამდა ხელს. მეგონა რამე ცუდი ამბავი გაიგო და შევცბი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ამბობდა ცუდად ვარო, მეჩვენება თუ კომბაინზე ნამდვილად ქალი ზისო. ზოგს გრძელთმიანი კაციც ვგონივარ–ხოლმე“.

ნონას ერთადერთი ოცნებაა საკუთარი კომბაინი ჰყავდეს: „მინდა, რომ გრანტი დავწერო, კომბაინი შევიძინო და დამოუკიდებლად ვამუშაო. ასევე, მინდა რომ სოფლები უფრო მეტად მოწესრიგებული იყოს, სოფელში კომბაინით რომ გაივლი შეიძლება სახლებს ღობე ან სხვა რამე დაუზიანო“.



[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
'ზამთრის' ცოლები
ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ

საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა [Photo]