FM97.5 / LIVE

გრანტი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში – რატომ ითხოვს მხატვარი ფინანსურ დახმარებას

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2018
თედო რეხვიაშვილი 3 წლიდან ხატავს, ახლახანს კი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი გახდა და გრანტიც მოიპოვა, თუმცა, სწავლის დასაწყებად დამატებით 24–ათასამდე დოლარი სჭირდება.

გრანტი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში – რატომ ითხოვს მხატვარი ფინანსურ დახმარებას

„ნიუ –იორკის აკადემიაში თუ წავალ, ეს ჩემი ახალი შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისი იქნება. დაფინანსების თხოვნით ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართე, თუმცა უშედეგოდ. ერთი უწყებიდან მეორეში მაგზავნიან. სხვა გზა აღარ დამრჩა, დახმარებას საზოგადოებისგან ვითხოვ, არადა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა", – ამბობს თედო რეხვიაშვილი.

27 წლის მხატვარი წარმოშობით ადიგენიდანაა, გაზაფხულზე მშობლიურ მხარეს ეწვია და რამდენიმე სოფლის სკოლა და ადიგენის მერიის მიმდებარე ტერიტორია თავის მოსწავლეებთან ერთად მოხატა.

სოციალურ ქსელში თედოს მეგობრებმა თანხის შეგროვების მიზნით კამპანია სახელწოდებით "თედოსთვის" წამოიწყეს.

„ჩვენ თედოს მეგობრებს რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვცდილობთ მის დახმარებას, ამისთვის მოვაწყეთ ჩვენი ნახატების გამოფენა–გაყიდვა. გვინდა იმდენი თანხა შევუგროვოთ, რომ შეძლოს ნიუ–იორკში სწავლა“, – ამბობს თედოს ერთ–ერთი მეგობარი და მხატვარი ლეილა გრიგოლია.

თედომ ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლის მიერ მაქსიმალური დაფინანსება, 15 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებით კიდევ 23 936 დოლარი სჭირდება. თანხის შესაგროვებლად კი მხატვარს რამდენიმე კვირა რჩება. ამ დროისთვის მოქალაქეების მიერ შეგროვილი 10 000–მდე ლარი აქვს.

მხატვარი ამჟამად ჰოლივუდისთვის მუშაობს ფილმზე, რომლის რეჟისორიც პირველად ჰოლივუდის ისტორიაში ქართველია. თედო მიიჩნევს, რომ ნიუ–იორკში სწავლის შემთხვევაში, ჰოლივუდთან მისი პროფესიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება:

„გიგა აგლაძის ფილმის მხატვარი ვარ, კადრირებაზე ვმუშაობ, ჩემი ჰოლივუდთან თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და უფრო ნაყოფიერადაც თუ ნიუ–იორკში ვისწავლი. სასწავლებელს პირდაპირი კონტრაქტი აქვს ნიუ–იორკის გალერეებთან, სწავლის შემთხვევაში ჩემი ნამუშევრებიც გამოიფინება“, – ამბობს თედო.

თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:


მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE98TB4919645062100001

მიმღების სახელი: თედორე რეხვიაშვილი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდან
ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]
ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]
თაობა მაXიმუმი: წყალზე მხატვარი  [Video]
ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა
'ჩემი აწყურელი მამა' – ახალციხეში კამილ მამუკაძის გამოფენა გაიმართება
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]