FM97.5 / LIVE

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
ქანდაკება იასამნისფერი თმით და შარავანდედით, ბავშვები თავების ნაცვლად ყვავილების ქოთნებით, მზე და პეიზაჟი სოფლიდან – ადიგენში ქუჩის მხატვრობა გამოჩნდა.

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

ადიგენში მერიის მიმდებარე კედელი, სოფელ ჩორჩანსა და იმერთუბანში კი სკოლის შენობები ახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად მოხატა.

„ამ ნახატებით შევეცადეთ ადგილობრივების ცხოვრება გაგვეფერადებინა“, – ამბობს რეხვიაშვილი.

სოფელ ჩორჩანში მხატვრებმა სკოლის კედელზე ჩორჩნის ხედით და სახლებით სოფლის პეიზაჟი დახატეს.

„სკოლის მოხატვა მას შემდეგ გადავწყიტეთ, რაც გავიგეთ დახურვას უპირებდნენ. მერე აქ პროექტორით ანიმაციური ფილმებიც ვაჩვენეთ. გვინდოდა, რომ მოსწავლეების ცხოვრებაში ხალისი შეგვეტანა“, – ამბობს თედო რეხვიაშვილი.

ჩორჩანში ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც შენობა გააფერადეს, ბავშვები სკოლაში სიხარულით დადიან.

„ძალიან ლამაზია რაც ამ ახალგაზრდებმა დახატეს, ჩვენ სკოლას გაუქმებას უპირებდნენ, რადგან შარშან მხოლოდ ჩემი შვილი დადიოდა. ახლა ის სულ სხვა სიხარულით მიდის სკოლაში, ასე არიან სხვა ბავშვებიც. ყველას ძალიან მოგვწონს მოხატული კედლები“, – ამბობს ჩორჩანში მცხოვრები თამუნა გიორგაძე.

თედო ამბობს, რომ ნახატები უფროს თაობას ეუცხოვა, ახალგაზრდებს კი მოეწონათ: „მაგალითად, უფროსები გვეკითხებოდნენ, რატომ კოცნის გოგო გოგოს. ახალგაზრდები კი ცდილობდნენ მოგვხმარებოდნენ, ზოგს განათება მოჰქონდა, რომ მუშაობაში ხელი არ შეგვშლოდა. ვფიქრობ, მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ“.

თედო რეხვიაშვილი ადიგენიდანაა, ის 27 წლისაა და თბილისში ცხოვრობს. დედაქალაქში მას სამხატვრო სტუდია, („Tedo Art Studio“), აქვს. თუმცა, სექტემბერიდან ამერიკაში მიდის, ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში იწყებს სწალვას.

„ახლახან ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, გრანტი მივიღე, თუმცა თანხები მაინც მოსაძიებელი მაქვს. მხატვრისთვის ეს აკადემია იგივეა, რაც მეცნიერისთვის ჰარვარდი. სექტემბრიდან ნიუ–იორკში ვიცხოვრებ, მანამდე კიდევ ვაპირებ, რომ რამდენიმე მაღალმთიან სოფელში კედლები მოვხატო“.

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]

ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]


[ავთანდილ ინასარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრანტი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში – რატომ ითხოვს მხატვარი ფინანსურ დახმარებას
‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდან
დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ
სოფელ ჩორჩანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ახალციხე ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდა [photo]
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე კედელი მოხატეს