FM97.5 / LIVE

მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2018
„ჩემო ძვირფასო უცნობო ჯარისკაცო, გწერ წერილს შენი პატარა მეგობარი, ანამარია ლაცაბიძე“ – ასე იწყება ავღანეთში ხუთი გაგზავნილი წერილიდან ერთ–ერთი, რომელიც ვალის პირველი სკოლის მოსწავლემ ახალციხელ ჯარისკაცს მიწერა.

მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

„მომიკითხეთ ყველა ჯარისკაცი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის. მინდა, რომ მშვიდობიანად იმსახუროთ“, – ნათქვამია 10 წლის ლევან მოდებაძის წერილში.

„ჩემო უცნობო მეგობარო ჯარისკაცო, როგორ ბრძანდები? როგორ არის შენი ცოლ–შვილი? ჯანმრთელად და ბედნიერად იყავი... შენი მეგობარი, ვაჟა ჩადუნელი.“

„ძალიან მინდა თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ყველაფერი მაინტერესებს რაც იქ ხდება, იმიტომ რომ ვიცი გავიზრდები და მეც მომიწევს ჯარში წასვლა“, – ნათქვამია მეოთხე კლასელი გურამ ქიმერიძის წერილში.

ეს წერილები, ავღანეთში მყოფ ახალციხელ ჯარისკაცს ტრისტან ფეიქრიშვილს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ გაუგზავნეს. თუმცა მაშინ, არცერთს არ უფიქრია, რომ ამ წერილებზე პასუხს მიიღებდნენ: დღეს დილით, ვალის პირველ საჯარო სკოლას, ავღანეთის მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ეწვია და დირექტორის მიერ ფურცელზე საგანგებოდ ამოწერილი ხუთი მოსწავლის სახელი და გვარი საკლასო ოთახში ამოიკითხა.

მოსწავლეები ინტერესით აკვირდებოდნენ სტუმარს, რომელიც მათ სკოლაში ჩანთამოკიდებული ესტუმრა: „გამარჯობა ბავშვებო, მე ტრისტანი მქვია, ჯარისკაცი ვარ“, – ასე გაეცნო ტრისტან ფეიქრიშვილი ბავშვებს, რომლებთან შეხვედრაზეც ის წერილების მიღების დღიდან ოცნებობდა – „ავღანეთში ყოფნის დროს, თქვენი წერილები ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. ამდენ თბილ სიტყვას, თანაც ჩემი მშობლიური მხარის ბავშვებისგან რომ ვკითხულობდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა“.

ტრისტან ფეიქრიშვილი, სამშობლოში გუშინ, 24 მაისს დაბრუნდა დღეს კი იმ ბავშვებს, ვინც მას წერილებს წერდა, საჩუქრად ავღანეთიდან ტანსაცმელი და საკუთარი ბატალიონის მედლები ჩამოუტანა.

ტრისტან ფეიქრიშვილი ათწლეულებია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. იგი 1993 წელს აფხაზეთში, 2008 წელს კი ცხინვალში იბრძოდა. ამის შემდეგ იგი ერთხელ ერაყში, ხუთჯერ კი ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობდა.

მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
პაატა  ჯიბუტი: 'მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა'
ქართველები  ავღანეთის “ცხელ მიწაზე”
'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან
'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'