FM97.5 / LIVE

ჩემი სტამბული – გულო კოხოძის ბლოგი [Photo]

მთავარისაზოგადოება 16.12.2015
მე სამხედრო, ყავისფერი "ბათინკები" "შევაპაჩნიკე" და გავწმინდე, ნინომ ახალი "ბათინკები" იყიდა, სქელძირიანი და თბილი. მეორე ნინომ წამწამები დაიწება, ფოტოებში გადასარევად ჩანსო (მართლაც ფახულა და ძაან ლამაზი იყო ყველა სურათში) და გავუდექით გზას.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo]

თბილისის აეროპორტი - 30–თეთრიანი წყალი ორლარნახევარი. მერე სკამზე ჩამეძინა და თვალი როცა გავახილე, ირგვლივ ყველა ისე მიყურებდა, მივხვდი აწუხებდათ ჩემთვის მოსახერხებელი და მათთვის უხერხული პოზა, მივიხედ-მოვიხედე, უკანა სკამზე მამაო იჯდა, ნაცრისფერი ანაფორით.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] თვითმფრინავში ჩემს უკან სამადგილიანზე ორი ქართველი მამაკაცი დაჯდა. ავფრინდით, უკან შარი-შური ატყდა, ღვინის სუნიც მოვიდა და შუა სკამზე სუფრაც გაიშალა.

პირველი სადღეგრძელო - მშვიდობა მაღალთა ღმერთსა შინა, მერე ჩამეძინა. ხარხარმა გამომაღვიძა. უკვე გვარიანად შეზარხოშებული მამრები ქალებზე ლაპარაკობდნენ - ჯიბე რომ მქონდა ფულით გამოტენილი, ზედ მახტებოდნენ. ერთ ღამეში ხუთი ათასი ლარი დავხარჯე - თქვა ერთმა და ორივემ გადაიხარხარა. წასულების სადღეგრძელოც დალიეს, დედების, შვილების. პარალელურად ხარხარებდნენ, იგინებოდნენ. მერე ჩაყუჩდნენ და ორივემ ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] ჩავედით სტამბულში. იმდენჯერ დაიწერა აია-სოფიაზე, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს საკათედრო ტაძრად ითვლებოდა, ლურჯ მეჩეთზე, სადაც რამდენიმე წამი პირდაღებული ვიდექი და ვათვალიერებდი, თუ თოფქაფის სასახლეზე, თავის წარმტაცი ხედით ბოსფორზე, რომ აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ დავწერ - ვნახე, დავათვალიერე, გადავირიე, ვიტირე და გავბრუვდი.

გამარჯობა გოგო! ივანი, რომელიც სასტუმროში უგემრიელეს თურქულ ყავას ადუღებს, ყველა გავლა-გამოვლაზე ასე მესალმება და უცნაური ფერის თვალებს საყვარლად მიჟუჟუნებს.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] ასე მგონია სტამბულში ყველა ტაქსისტი ცრუპანტელაა, აი, თავიდანვე რომ იცი, გატყუებენ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, აძლევ მეტ თანხას და იცი, რომ დანიშნულების ადგილზე არ მიგიყვანს, სადღაც 500 მეტრის დაშორებით ჩამოგსვამს. გამწარებული ეძებ ამა თუ იმ მუზეუმს და ამ ძებნის დროს გადაეყრები ხალიჩების, ან ფერად-ფერადი სანათების ვიწრო, ქვაფენილით მოკირწლყულ ქუჩას, ან დაინახავ ხის პატარა ფანჯარას და ფანჯრის რაფაზე გამოწყობილ ათასნაირ სილამაზეებს, ათვალიერებ, ტკბები და ის მატყუარა ტაქსის მძღოლიც გიყვარდება.

ვიწრო ქუჩებზე ვგიჯდები, ერთი ხელის გაწვდენაზე სახლები, შუაში უამრავი აზიური, თუ ევროპული ღია კაფეეები. ჯდები, წელგამოყვანილ, გამჭირვალე ჭიქით სვამ სასწაულად სურნელოვან ჩაის და უყურებ ადამიანებს, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა - "ათასი ჯურის ვინმეს".

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] სტამბულს ჩემთვის ჩაის სუნი აქვს - ვარდის, პიტნის, კენკრის, ლიმონის, ვაშლის, გვირილის სუნი.

უმანკოების მუზეუმი უნდა მენახა, ხოდა, ძლივს მივაგენით, ქუჩაში ვისაც ვკითხეთ, არავინ იცოდა ფამუქი. როგორც იქნა აგვიხსნეს, ბევრი სიარულისა და საათნახევრიანი ძებნის შემდეგ ტრავმაის გზა გადავჭერით, ავუყევით ქუჩას, ათიოდე წუთის შემდეგ ჩავუხვიეთ ხელმარჯვნივ და შორიდან ვიცანი წითელი თუ უფრო შინდისფერი სახლი - მართლა უმანკოების მუზეუმი.

სასტუმროში დაბრუნებისას, როცა ადმინისტრატორს ვუთხარი არავინ იცოდა ფამუქი–მეთქი, მიპასუხა - ჩვენთან ბევრი ვერ კითხულობს, ჩვენ უფრო ვშრომობთ - გულწრფელი იყო. ალბათ ჩვენ ქართველებს ასე ხმამაღლა სხვა ეროვნების ადამიანთან გაგვიჭირდება ვაღიაროთ, რომ არ ვკითხულობთ.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo]მეორე დღეს იწვიმა. წვიმას სოკოებივით მოყვნენ ქოლგების გამყიდველებიც. ხუთი ლირა და აღარ დასველდები, იტყაპუნებ ქალაქში, გაყვები ისტიკლალის გრძელ ისტორიულ გამზირს, სადაც ასევე ისტორიული ტრამვაი დადის - სტამბულის სიმბოლო. ტრამვაის ეს ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ტაქსიმის მოედანს და თიუნელს.

გრანდ ბაზარში ვიყავით. ერთადერთი გამყიდველი ქალი ვნახეთ, ქართველი აღმოჩნდა. დაგვაკვალიანა - აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, გარეთ მაღაზიებში უფრო იაფად ნახავთ ამ საქონელს.

25 ლირა და ბოსფორზე გასეირნებასაც შეძლებთ. ორსაათიანი მოგზაურობა ბევრს გიყვება სტამბულის ცხოვრებაზე, ქალაქის განვითარებასა თუ წარსულზე.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] ჩვენი ჩასვლა სტამბულში რუსეთ - თურქეთს შორის დაძაბულ ამბებს დაემთხვა. ღია კაფეში გვესმოდა როგორ დაუტოვა ხმოვანი შეტყობინება ოჯახს მეზობელ მაგიდასთან მჯდომმა რუსმა ქალმა - „აქ სიწყნარეა, ჩემზე ნუ ნერვიულობთ“. საუბარი გავაბით: "ხვალ მივფრინავ და მეშინია, არ ვიცი კიდევ როდის ჩამოვალ, არადა ათი წელია სავაჭროდ სტამბულში ჩამოვდივარ, მაღაზია მაქვს ტანსაცმლის".

სასტუმროში ადმინისტრატორმაც რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობაზე გველაპარაკა, აი საქართველოშიც რა გააკეთაო, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo] ოთხი დღე შემოგვადნა სტამბულში.

ვერც გავიგეთ ისე უცებ ვბრუნდებით უკან.

თბილისს რამდენიმე წუთში გადავუფრინეთ, სტამბულის თავზე 20 წუთი მივფრინავდით.

"ნექს სთეიშენ საქართველო!" სასაცილო აქცენტით დაიძახა თვითმფრინავის დაშვებისას ქართველმა ახალგაზრდა ბიჭმა და ყველამ ხმამაღლა გავიცინეთ.

დროებით სტამბულო! გამარჯობა თბილისო!

ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo]

[გულო კოხოძე, "სამხრეთის კარიბჭესთვის" სტამბულიდან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არლელი ბიჭის სტამბულში გაგრძელებული ცხოვრება [ვიდეო]
წასულები და დარჩენილები
'სხვისი შვილები'
არის ერთი ქალი . . .
ამჯერად ოთხი
'ჩამოყალიბდით'
გამარჯობის ქარბორბალა