FM97.5 / LIVE

წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება 30.07.2018
ახალციხეში, სოფელ წინუბანში აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, მერის მოადგილეები, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან.

წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ

ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ წუნიბნელებს იმ გზის პროექტი წარუდგინა, რომლის მოასფალტებასაც ითხოვენ. მელიქიძის თქმით, სამკილომეტრიანი გზა 900 ათას ლარამდე ჯდება, თუმცა მისი გაკეთება მომავალ წელს დაიწყება.

„პროექტი გადაგზავნილია რეგიონულ ფონდში დასაფინანასებლად, ნაწილი ჩვენი ბიუჯეტით, ნაწილი კი მათი ფინანსური დახმარებით უნდა გაკეთდეს. მის განსახორციელებლად თანხა 2019 წელს გამოიყოფა“, – ამბობს მელიქიძე.

რაც შეეხება სოფელში წყლის პრობლემას, მერის მოადგილე აცხადებს, რომ მისი პროექტიც მზად აქვთ, თუმცა თანხა ჯერ არც მის განსახორციელბლადაა: „6 სოფლის წყლის პროექტია გაკეთებული და მათ შორის არის წინუბანიც. ახლა თანხის მოძიებას ვცდილობთ, ამიტომ პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში გვაქვს გაგზავნილი“.

წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 ივლისს დილიდან სოფელ წინუბანში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა სოფლამდე გზის დაგება და სუფთა სასმელი წყლის რეგულარულად მიწოდებაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომავალ წლამდე  წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც  წყალი  [Video]
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
ახალციხის მერი წინუბნელებს სოფლის გზისა და წყლის პროექტებს აცნობს
ანდეზიტსა და ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავენ
მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’
ახალციხეში სოფელ წინუბნამდე მისასვლელ გზას მოაასფალტებენ
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში