FM97.5 / LIVE

ანდეზიტსა და ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 01.06.2018
ბორჯომში, სოფელ ანდეზიტისა და ციხისჯვრის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად სოფლებამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.

ანდეზიტსა და ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავენ

ანდეზიტისა და ციხისჯვრის 100–მდე მცხოვრებმა დღეს, პირველ ივნისს, დილის 08:00 საათიდან სოფელ ანდეზიტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლებამდე მისასვლელი გზა წლებია ავარიულია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი ვითარება განსაკუთრებით გართულდა, რადგან აქ წყლის სისტემის გაყვანა დაიწყეს, ამის გამო გზა გადათხარეს და ახლა ტრანსპორტით მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე გზის გასაკეთებლად ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივლენ და მძიმე ტექნიკას არ მიიყვანენ, არ დაიშლებიან.

„ასე ვიდგებით, ვიდრე ყურადღება არ მოგვექცევა. წლებია ნორმალური გზა არ გვაღირსეს. ზამთარში კიდევ წყლის სისტემა გაყავდათ, ამის გამო მთელი გზა დათხარეს და ასე დააგდეს, მანქანებით საერთოდ ვეღარ გადავდივართ, ჩვენც ხომ ხალხი ვართ?! ჩვენი პატრონი არავინაა!“ –განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, სოფელ ანდეზიტის მკვიდრმა ვახტანგ ბიჩინაშვილმა.

ბორჯომის მერიაში განმარტავენ, რომ ციხისჯვარი–ანდეზიტის გზის რეაბილიტაციისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი უკვე გამოცახებული აქვს და სამუშაოები მალე დაიწყება: „ამიტომ მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან შეხვდრას არ გეგმავენ“.
მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ორ დღეში წყალმომარაგების კომპანია დაასრულებს წყლის სისტემის დაქსელვის სამუშაოებს და კომპანია „ჰედექსჯორჯიას“ ტექნიკა დაიწყებს მუშაობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ციხისჯვარი–ანდეზიტის რვა კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისათვის ორმილიონ ლარამდე იხარჯება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანდეზიტში აქციის მონაწილეებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა
ანდეზიტში გზის გასაკეთებლად ტექნიკა მიიყვანეს
წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ
ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
საფარის გზის მშენებლობა დასრულდა
საბარგო სადგურზე  ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან