FM97.5 / LIVE

მომავალ წლამდე წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც წყალი [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 30.07.2018
გზისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – ამ მოთხოვნებით სოფელ წინუბნის მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ პრობლემების მოგვარების პირობა მერიის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემაც მისცა.

მომავალ წლამდე  წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც  წყალი  [Video]

50–მდე ადგილობრივი, სოფლის ცენტრში, დღეს, 30 ივლისს 12:00 საათისთვის შეიკრიბა. მათი თქმით, გასულ წელს წინუბნამდე მისასვლელი გზის მხოლოდ 800 მეტრი მოასფალტდა, დანარჩენი სამი კილომეტრის რეაბილიტაციას კი ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

„ბოლომდე არ ამოიყვანეს, გაფუჭებული გზის გამო, მტვრიან სოფელში გვიწევს ცხოვრება, სტუმარი ვერ მოდის სოფელში, სასწრაფოც კი ვერ ახერხებს ამოსვლას, რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, რომ ავადმყოფი მოასფალტებულ გზამდე ჩაგვიყვანია “, – ამბობს წინუბანში მცხოვრები სიმონ გოგოლაძე.

წინუბნელებმა გზის მოასფალტების მოთხოვნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ათი დღის წინ განცხადებითაც მიმართეს, თუმცა დღეს დილით თვითმმართველობაში ჩასულ ერთ–ერთ ადგილობრივს განუცხადეს, რომ განცხადება არ განხილულა, რადგან მერი სამსახურში არ იმყოფება.



გზის მოასფალტებასთან ერთად, აქციის მონაწილეების მოთხოვნა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც იყო. მათი თქმით, სოფელში დაბინძურებული წყალი მოდის.

„ჯერ რამდენიმე დღე წყალი საერთოდ არ მოდიოდა, მერე კი მილიდან გახრწნილი ბაყაყი ამოვიღეთ, სულ მოძველებულია მთელი სისტემა და აბა რა იქნება“,– გვეუბნება მარინა გოგოლაძე.



ვიდერე ადგილობრივებთან მერიის წარმომადგენლები მივიდოდნენ, მათ ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა აღნიაშვილი დაპირდა, რომ სოფელს ეს პრობლემები მოუგვარდება.

აღნიაშვილი ადგილობრივებთან საუბარში ისე ჩაერთო, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმხილა, ამიტომ წინუბნელებს თავდაპირველად იგი მერიის წარმომადგენელი ეგონათ.

„პირობას მე გაძლევთ, რომ მალე მოგიგვარდებათ ეს პრობლემა. ახლა თქვენი შეკრების მიზეზს დამიჯერეთ აზრი არ აქვს. თუ შეგიძლიათ, რომ მენდოთ სიტყვაზე მე გაძლევთ ამის პირობას,“ – უთხრა აღნიაშვილმა ადგილობრივებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, თუ რა სტატუსით პირდებოდა იგი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, გვიპასუხა: „მოსახლეობაზე ორიენტირებულები ვართ და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას“.



მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან ახალციხის მერის მოადგილეები გურამ მელიქიძე და ალექსანდრე ზედგინიძე, ასევე, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ წინუბნელებს იმ გზის პროექტი წარუდგინა, რომლის მოასფალტებასაც ითხოვენ. მელიქიძის თქმით, სამკილომეტრიანი გზა 900 ათას ლარამდე ჯდება, თუმცა მისი გაკეთება მომავალ წელს დაიწყება.

„პროექტი გადაგზავნილია რეგიონულ ფონდში დასაფინანასებლად, ნაწილი ჩვენი ბიუჯეტით, ნაწილი კი მათი ფინანსური დახმარებით უნდა გაკეთდეს. მის განსახორციელებლად თანხა 2019 წელს გამოიყოფა“, – ამბობს მელიქიძე.

რაც შეეხება სოფელში წყლის პრობლემას, მერის მოადგილე აცხადებს, რომ მისი პროექტიც მზად აქვთ, თუმცა თანხა ჯერ არც მის განსახორციელბლადაა: „6 სოფლის წყლის პროექტია გაკეთებული და მათ შორის არის წინუბანიც. ახლა თანხის მოძიებას ვცდილობთ, ამიტომ პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში გვაქვს გაგზავნილი“.



თუ სოფლეში წყლისა და გზის პრობლემა არ მოგვარდება ადგილობრივები ახალციხე–თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. სოფელ წინუბანში 100–მდე კომლი ცხოვრობს.

მომავალ წლამდე  წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც  წყალი  [Video]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
ახალციხის მერი წინუბნელებს სოფლის გზისა და წყლის პროექტებს აცნობს
მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ
ანდეზიტსა და ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავენ