FM97.5 / LIVE

ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 29.07.2018
ადიგენში, სოფელ ზანავში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, მის ოჯახის წევრებსა და შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი ცემაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ადანაშაულებს.

ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს
შემთხვევა 28 ივლისს ფერსათის მთაზე „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე, საღამოს მოხდა. ამ დროს ღონისძიებების დიდი ნაწილი დასრულებული იყო.

დღესაწაულს, სოფელ ზანავში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატი ზურა შაინიძე ოჯახის წევრებთან და შვილის მეგობრებთან ერთად ესწრებოდა.

შაინიძის თქმით, მისი შვილის მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან იყვნენ დღესასწაულზე ჩასულები, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფეხბურთის თამაში შესთავაზეს: „ ბიჭემბა თამაშზე უარი უთხრეს და დაპირირსპირებაც ამას მოჰყვა. მე ჩემს თანასოფლელებთან ერთად, მოშორებით სახლში ვქეიფობდი, როდესაც ხმა შემომესმა ვიღაცას კლავენ და უშველეთო. წავედით, ვნახეთ რომ ჩვენი ბიჭები იყვნენ. როდესაც მათ ვაწყნარებდი უკნიდან ვიღაცა ქალმა ჯოხი თავში ჩამარტყა. როგორც იქნა დავზავდით და ეს ბავშვები იმ ადგილს მოვაშორე, თუმცა დაპირისპირება ამით არ დასრულებულა“.

დეპუტატის თქმით ჩხუბი, მისი შვილის მეგობრებსა და ადგილობრივებს შორის გაგრძელდა, როდესაც ისინი სახლში დაბრუნებას ცდილობდნენ: „უკვე ბინდდებოდა, მანქანებს ველოდებოდით, უცებ ატყდა ყვირილი თქვენი დედა, უნდა დაგხოცოთ და შეძახილები იყო მოკალით არ გაუშვათო. მოვიდნენ კეტებით, ალბათ 70–მდე იქნებოდნენ დაგვესივნენ და გვირტყავდნენ, საიდან მხვდებოდა კეტები არ ვიცი, აქეთ მე ვეგდე გონ დაკარგული, იქით ჩემი შვილი. ესენი ყველა „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი ახლობლები იყვნენ“.
როგორც შაინიძე გვიყვება, დაპირისპირებისას შვილთან და შვილის მეგობრებთან ერთად, გასაშველებლად ჩარეული მისი ძმა და ძმისშვილებიც დაშავდნენ.

დაშავებულებიდან ზურა შაინიძეს და კიდევ ორ ახალგაზრდას საავადმყოფოში გადაყვანა დასწჭირდა.

როგორც საავადმყოფოში ამბობენ, მათ დაზიანებები თავის, ზედა და ქვედა კიდურებისა და ზურგის არეში ჰქონდათ მიყენებული. ამდროისათვის ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერილია.

შუამთობის დღესაწაულს, ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა შაინიძის თქმით, ინცინდენტისას იქ არავინ იმყოფებოდა. ადიგენის მერი და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ენდელაძე, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დღეს შიტყო: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ზურა შაინიძე, ეს იყო სახალხო დღესაწაული და ჩხუბში „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი აქვს. გუშინ დავესწარით დეღესასწაულს სტუმრებიც გვყაყვდა, გავისტუმრეთ და მშვიდობიანად დავიშალეთ. ამ ხალხის მიმართ მუქარა არც არასოდეს ყოფილა, მათი მხრიდან ეგ განცხადება პროვოკაციაა“.

პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებაზე არ საუბრობენ, თუმცა ინცინდენტის დეტალებს ყვებიან ზურა შაინიძის შვილის მეგობრები.

„ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და უბრალოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენც ვერ მივხვდით ჩხუბი რატო დაიწყო, აშკარად აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. თავიდან თხუთმეტი კაცი დაგვესია, მერე ვიღაცეები დაგვეხმარნენ ჩვენც, იმათაც და ატყდა ჩხუბი“,– ამბობს ერთ–ერთი ახალგაზრდა.

ინცინდენტთან დაკავშირებით ძიება უკვე დაიწყო შსს–ს ადიგენის რაიონულმა სამმართველომ. უკვე გამოიკითხნენ ზურა შაინიძე, მისი შვილი და მეგობრები. შსს–ში ამბობენ, რომ გამოიკითხება მომხდარში მონაწილე ყველა პირიც.

საქმეზე ძიება, სსკ–ს 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, მისი და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაპირისპირება მას შემდეგ ხდება, რაც 2017 წლის თვითთმმართველობის არჩევნებზე ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი გახდა–„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბევრჯერ ფიზიკურადაც გასწორებიან ჩემს შვილს თუ ახლობლებს, ახლაც, როგორც კი მიზეზი მიეცათ, ხელკეტებით გაგვისწორდნენ“.

ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს

ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ოცნება: 'ადიგენში ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა'
‘შუამთობის’ დღესასწაულზე დაპირისპირების საქმის განხილვა დაიწყო
შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირების ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცეს
ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი ზანავი – დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით
შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
'იმედის გმირი' ადიგენის მცხოვრები მინდია შაინიძე გახდა [Video]