FM97.5 / LIVE

შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს

მთავარისიახლე, სამართალი 07.01.2019
ამ წუთებში, მამის თანდასწრებით, იმ 16 წლის ბიჭის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელსაც ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ორივე ხელი მოტეხეს. ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება „სამხრეთის კარიბჭის“ სტატიის საფუძველზე დაიწყო.

შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს

ორი იანვარს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ჯერ ქეთევან წამებულის, შემდეგ კი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მეთერთმეტე კლასელები დაშავდნენ. ქეთვან წამებულის ქუჩაზე ერთს ორივე ხელი მოტეხეს, იგივე პირებმა კი მეორეს დიდიმამიშვილის ქუჩაზე დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი მხოლოდ დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი იყო. პოლიციას დაშავებულის მამამ შეატყობინა.

რაც შეეხება ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაშავებულ ახალგაზრდას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „მას საავადმყოფოში დაფიქსირებული ჰქონდა, რომ ყინულზე დაეცა და ხელები იმიტომ მოტყდა. პოლიციისთვის არავის მოუმართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი მისი დაკითხვა დაიწყო“.

ძიება ქეთევან წამებულის ქუჩეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სსკ–ის 126–ე მუხლის ბ და გ პუნქტებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

როგორც ქეთვან წამებულის ქუჩაზე დაშავებული 16 წლის ბიჭის დედა „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, ორი იანვრის საღამოს მასთან სახლში სტუმრად შვილის თანაკლასელები იყვნენ: „ორი კლასელი გააცილა და ისე გავიდა გარეთ, რომ კურტკაც არ ჩაუცვია. ქუჩაში მომხდარს მე არ შევსწრებივარ, მაგრამ როგორც ჩემი ბიჭის მეგობრებმა მითხრეს, ამ დროს გარეთ ვიღაც ნასვამი ბიჭები ხმაურობდნენ, მეზობელი სახლიდან ქალი გამოსულა და იმათთვის შენიშვნა მიუცია, ბავშვს ვაძინებ და ნუ ხმაურობთო. ამ ნასვამებს ეს არც კი გაუგიათ და ღრიანცელი ისევ გაუგრძელებიათ. ამაზე ჩემი შვილის მეგობრებს მიუციათ შენიშნვა, არ გესმით ქალმა რა გითხრათ, გაჩუმდითო. იმ ნასვამებს უთქვათმ ასე რატომ გველაპარაკებითო და ამას მოჰყოლია ჩხუბი“.

ჩხუბი აქედან დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. აქ დაშავებული ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან, გუშინ ექვს იანვარს, გაწერეს. ამ ფაქტის ძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძალადობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ ოთხ და ხუთ იანვარს შემთხვევის მონაწილე არაერთი პირი დაკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ: "ახალგაზრდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ".

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
შსს–მ კოსტავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
თბილისში, სავარაუდოდ,  გაზის ნამწვით გარდაცვლილ 7 კაცს შორის, ერთ–ერთი ასპინძიდანაა
ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხანძარია
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა იღვრება