FM97.5 / LIVE

ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი ზანავი – დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2016
ადიგენში, სოფელ ზანავში, ორი გვარი ერთმანეთს პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდა; ორ ბანაკად გაყოფილ სოფლის „ბირჟაზე“ დაწყებული გარჩევა სასამართლომდე მივიდა.

ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი ზანავი – დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით

ადიგენში, სოფელ პატარა ზანავში მცოხვრებ 65 წლის შ. შაინიძეს ბრალი განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ედება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა.

„პროკურატურა გირაოს ითხოვდა, მოსამართლემ გაუსვლელობა შეუფარდა“, – ამბობენ ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ბრალდებული პასუხისგებაში მიცემული სსკ–ის 120–ე მუხლითა. შემთხვევა, რის გამოც განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის მას ბრალი წაუყენეს, პატარა ზანავში, 3 ივნისს, საღამოს, სოფლის ცენტრში მოხდა.

„მოვიდა ბირჟაზე, მთვრალი იყო, იგინებოდა, რატომ იგინები–თქო და ცხენის მათრახი დამარტყა, რკინის მხრიდან. თავი გამიტყდა“, – ამბობს 32 წლის როლანდ ხოზრევანიძე.

19–კომლიან სოფელში უმრავლესობა სწორედ ხოზრევანიძეები არიან. მათ გარდა პატარა ზანავში შაინიძეების სამი ოჯახი ცხოვრობს.

ორი გვარი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1990–იან წლებში, საძოვრების გამო დაუპირისპირდა. მას შემდეგ კი კონფქლიტი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაღვივდა. მაშინ პატარა ზანავიდან კენჭს საკრებულოს დეპუტატად „ქართული ოცნებიდან“ ბაგრატ ხოზრევანიძე, „ნაციონალური“ მოძრაობიდან კი ზურაბ შაინიძე იყრიდა.

„ჩემმა ძმისშვილმა, ბაგრატ ხოზრევანიძემ მოუგო არჩევნები ზურა შაინიძეს და ამის მერე გვარს გვიწყევლიან, გადაგვეკიდნენ. 3 ივნისს მომხდარი პირველი შემთხვევა არ იყო. ასე ხშირად ჩხუბობენ“, – ამბობს დაშავებული როლანდ ხოზრევანიძის მამა ლევან ხოზრევანიძე.

ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი ზანავი – დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით
ლევან ხოზრევანიძე

ხოზრევანძეები და შაინიძეები ერთმანეთს რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაპირისპირებულები, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ზურაბ შაინიძეც გვიდასტურებს. ბრალდებული შ.შაინიძე სწორედ მისი ძმაა.

თუმცა, მისივე განმარტებით, იმ საღამოს როცა ინციდენტი მოხდა, „ბირჟაზე“ სარწყავი წყლის გაყოფის ამბავს იხილავდნენ: „მანამდე ჩემი ძმის, შ. შაინიძის შვილს ხოზრევანიძეები ნაკვეთის მოსარწყავად წყალს არ აძლევდნენ. არადა ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს. სოფელში ავუხსენი, რომ მორწყვის უფლება მასაც ჰქონდა და სიაში ჩავასმევინე“.

ზურაბ შაინიძის განცხადებით, იმ საღამოს სოფლის ცენტრში შეკრებილი ხოზრევანიძეები სწორედ ამ საკითხზე კამათობდნენ: „წყალი არ ეკუთვნისო. ჩემმა ძმამ შეიგინა, ვინც ჩემ შვილს წყალს არ აძლევსო. ამ დროს როლანდი ხოზრევანიძე მივარდა, რას ჰქვია გვაგინებო და 65 წლის კაცს ხელი ჰკრა. ის ცხენით მოდიოდა, ხელში მათრახი ეჭირა და როლანდს თავში ჩაარტყა“.

პირადად ზურაბ შაინიძე ამ ფაქტს არ შესწრებია. ამბობს, რომ იმ საღამოს ახალციხეში იყო, უკან დაბრუნებულს კი გზაზე, გატეხილი თავითა და სისხლიანი სახით, ქვებით ხელში როლანდი ხოზრევანიძე დახვდა: „ჩემ ძმასთან რომ მივედი სახლში, მასაც სისხლიანი სახე ჰქონდა. როლანდის მამას ლევან ხოზრევანიძეს მისთვის თოხი ჩაურტყია“.

სოფელმა მეორე დღეს მოლაპარაკება სცადა. თუმცა, არ გამოვიდა. მცდელობა ისევ შელაპარაკებით დასრულდა.

როგორც ზურაბ შაინიძე ყვება, დილით მისი ძმა ლობიოს სარებითვის ცულით ხელში მიდიოდა. მას გზაზე როლანდ ხოზრევანძე დახვდა და ქვების სროლა დაუწყო: „ჩემმა ძმა ცული იქვე დააგდო და სთხოვა დალაპარაკებოდა, ამ დროს უკნიდან როლანდის მამა, ლევან ხოზრევანიძე მივიდა, ის ცული აიღო და მარცხენა ხელში, იდაყვის არეში, ყუით დაარტყა“.

ლევან ხოზრევანიძე ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ შ. შაინიძისთვის მას არც ცული და არც წინა დღეს თოხი დაურტყამს: „ეს არც დადასტურდა მოწმეების ჩვენებებით“.

პასუხისგებაში ამ დრომდე მიცემული მხოლოდ შ. შაინიძეა. მასთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შესლო. იგი მთაში, საზაფხულო საძოვრებზეა, პირუტყვი ჰყავს წაყვანილი და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ჯერ არ დაბრუნდება.

„არც ტელეფონი აქვს, სასამართლო რომ ჰქონდა, მე ჩამოვიყვანე მთიდან“, – ამბობს ზურაბ შაინიძე.

ვიდრე საქმის არსებით განხილვა დაიწყება, მანამდე ხოზრევანიძეები მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მათ ამის შესახებ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენიტის დირექტორს თეიმურაზ კალანდაძეს წერილობითაც მიმართეს.

„იურისტები გვიხსნიან, რომ უნდა დაისაჯოს 239–ე მუხლის მესამე ნაწილით, ეს ხულიგნობას ნიშნავს. მოვითხოვთ, რომ პასუხისგებაში ამ მუხლით მისცენ. ამ წერილს ხელს 24 კაცი აწერს“, – ამბობს ლევან ხოზრევანიძე და 14 ივნისს კალანდაძის სახელზე რეგისტრირებულ წერილს გვიჩვენებს.

ხოზრევანიძეები ირწმუნებიან, რომ თუ შაინიძეს სათანადოდ არ დასჯიან, სოფელში ისეა ვითარება დაძაბული, შესაძლოა მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. ზურაბ შაინიძე კი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი პოლიტიკური დევნის მიზნით ხდება: „ნაციონალი“ ვარ და ეს არ მოსწონთ. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ მე და ჩემი ოჯახი რამეზე წამოგვაგონ“.

ორ გვარს შორის არსებულ დაპირსპირებაზე ზანაველებს საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ მტყუან–მართალს სასამართლო გაარჩევს.

„არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, პოლიციაში ვიყავი, ჩვენება მივეცი, თუ რაიმე გაინტერესებთ ის ჩვენება წაიკითხეთ“, – გვითხრა გურამ ხოზრევანიძემ, რომელიც 3 ივნისს, საღამოს მომხდარს შეეწრო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზანავში ჩხუბის საქმეს დაზარალებულის მამის წერილი დაერთო
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ზანავში ჩხუბის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება
დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს
ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს
‘შუამთობის’ დღესასწაულზე დაპირისპირების საქმის განხილვა დაიწყო
23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს