FM97.5 / LIVE

გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება

მთავარისიახლე 25.07.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები და მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 26 და 27 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ობიექტებსა და ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ.

გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის კახა სამხარაძის და სტუდენტების ექსპედიცია 26 ივლისს ახალქლაქის ციხიდან დაიწყება, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მიმდებარე ტერიტორიასაც დაასუფთავებენ.

ამავე დღეს ექპედიციის წევრები მოინახულებენ: კუმურდოს მონასტერს, ახალქლაქში არსებულ სომხურ სამოციქულო და მართლმადიდებლურ ტაძრებს, ბარალეთის ეკლესიას, იხტილის ეკლესიას, სამსარის სამონასტრო კომპლექსს და დღის ბოლოს არაგვას ეკელესიის მიმდებარედ დაბანაკდებიან.

27 ივლისს კი ახალქლაქში ექსპედიცია კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის გაეცნობით გაგრძელდება, აქვე მოინახულებენ დაცულ ტერიოტორიებს. მოეწყობა შეხვედრები ახალქალაქის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ასევე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის სტუდენტებთან, ექსპედიციის დასასრულს კი კულტურის სახლში გაიმართება გამოფენა, შემდეგ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება.

როგორც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე განმარტავს, ექსპედიციის წევრები დაათვალიერებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბარალეთის საბავშვო ბაღის და არაგვა–გომანოს გზის რეაბილიტაციას, პარალელურად შეხვედრები გაიმართება ადგილორივ მოსახლეობასთან.

შეგახსენებთ, რომ მხარის გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ექსპედიცია უკვე მოაწყო ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ინიციატივის მიზანია სტუდენტებმა მუნიციპალიტეტებში თავიანთი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებები მოამზადონ.

გუბერნატორისა და სტუდენტების ექსპედიცია დაგეგმილია ნინოწმინდაშიც, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოეწყობა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ