FM97.5 / LIVE

გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2018
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები ახალციხის შემდეგ ასპინძაში ისტორიულ ძეგლებს და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ.

გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს

ასპინძაში 20 სტუდენტი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 20 ივნისს გაემგზავრება.

ექსპედიციის მონაწილეები პირველ დღეს ასპინძის ციხეს, აგარის მონასტერს, საროში დედათა მონასტერს, ასევე, ხერთვისის ციხეს და სოფელ ოთის ისტორიულ ძეგლებს დაათვალიერებენ. მეორე დღეს, 21 ივნისს კი ვარძიას და ვანის ქვაბებს ესტუმრებიან.

ექსპედიციის ორგანიზატორების თქმით, მონაწილეები ასპინძაში ადგილობრივებსაც შეხვდებიან და მათი პრობლემების შესახებ მოისმენენ, ასევე, მოაწყობენ დასუფთავების აქციას. ექსპდიციის დასრულების შემდეგ კი ასპინძაში სტუდენტები მათი თვალით დანახული პრობლემების გადაჭრის შესახებ საპროექტო წინადადებებს მოამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, რეგიონის კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელებენ. პირველი ასეთი ექსპედიცია უკვე ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება