FM97.5 / LIVE

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2018
ახალციხისა და ასპინძის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და სტუდენტების ექსპედიცია ადიგენში გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში, მათ ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო

რეგიონის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15–მა სტუდენტმა ზანავის ციხე, ჭულესა და ზარზმის მონსტერი, თრიალას ტბები, ოქროს ციხე და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერეს. ასევე, ორი დღის განმავლობაში ექსპედიციის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივებს და მათ თემში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ექსპედიციის ფარგლებში ადიგენში გაიმართა სპორტული ღონისძიებებიც.

ორდღიანი ტურის შემდეგ სტუდენტები თავიანთი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებებს მოამზადებენ.

როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, ექპედიცია რამდენიმე დღეში ბორჯომის მუნიციპალიტეტის დათვალიერებით გაგრძელდება, შემდეგი ტური კი ჯავახეთში მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, რეგიონის კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელებენ.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად საპროექტო წინადადებები განიხილა