FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ახალციხის შემდეგ, ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ისტორიულ ძეგლებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოინახულებენ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

კახა სამხარაძისა და სტუდენტების ექსპედიცია დღეს, 20 ივნისს ასპინძის ცენტრალური პარკიდან დაიწყო. მონაწილეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც, ასპინძის ციხის მოსანახულებლად წავიდნენ.

ახალგაზრდები და თვითმმართველობის წამომადგენლები, ექსპედიციის პირველ დღეს, აგარის მონასტერს, საროს დედათა მონასტერს, ხერთვისის ციხესა და სოფელ ოთის ისტორიულ ძეგლებს დაათვალიერებენ, ხოლო ხვალ, 21 ივნისს, ვარძიასა და ვანის ქვაბებს ესტუმრებიან.

ტურისტული მარშრუტის პარალელურად, იგეგმება ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები. გარდა ამისა, მოეწყობა დასუფთავების აქციაც.

ორ დღიანი ექსპედიციის დასრულების შემდეგ, სტუდენტები საკუთარი თვალით დანახული პრობლემების შესახებ საპროექტო წინადადებებს მოამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, რეგიონის კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელებენ. პირველი ასეთი ექსპედიცია უკვე ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ