FM97.5 / LIVE

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2018
ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია ბორჯომში გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში, მათ ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში ზორეთის საკალმახე მეურნეობა, ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მწვანე მონასტერი და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპედიციის მონაწილეები ცენტრალურ პარკსაც ეწვივნენ, სადაც სტუდენტები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს მშენებარე ღვინის მარანი, სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ტიმოთესუბნის მამათა მონასტრები.

ორდღიანი ტურის შემდეგ, სტუდენტები საკუთარი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებებს მოამზადებენ.

როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, მომდევნო ექსპედიცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, რეგიონის კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელებენ.

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად საპროექტო წინადადებები განიხილა
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ