FM97.5 / LIVE

რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით

მთავარიეკონომიკა 29.06.2013
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ახალციხეში დღეს ის დასახლებები მოინახულეს, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასმელი წყალი შეფერხებით მოდის

რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით
აღნიშნული პრობლემით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ ფეისბუქის გვერდზე ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე არსებული სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ინფორმაცია განათავსა. პრობლემის შესასწავლად მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ახალციხეში ჩამოვიდნენ და „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთად ზარზელის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.

აღნიშნული ქუჩის მოსახლეობის თქმით, ბოლო რამენიმე დღის განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდათ. გუშინ საღამოს კი წყლის მიწოდება აღდგა. თუმცა, მათ ვინც ჯერ კიდევ ძველი მილებით სარგებლობდა წყალი არც ახლა აქვთ.

„გუშინ საღამოს მოვიდა და სამი საათის განმავლობაში კარგი დინებით მოგვეწოდებოდა. დღეს დილითაც ჩვეულებრივად მოვიდა. მაგრამ წინა დღეებში საერთოდ არ იყო“, - ამბობს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ნესტან ნარიმანიშვილი.

ზარზმელის ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემა გასული წლის შემდოგომაზე გაკეთდა. ახალი მილები საცხოვრებელ სახლებამდე მიიყვანეს. თუმცა, სახლებში შეყვანა უკვე მოსახელობის მოავლეობაა. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის ფილიალში განმარტავენ, ზარზმელის ქუჩაზე ახალი სისტემა ამოქმედდა. ამის გამო გუშინ ძველი სისტემა გადაკეტეს და მოსახლეობას წყალი უკვე ახალი მილებიდან მიეწოდება.

„გუშინ საღმოდან უკვე ახალი ქსელი ჩაირთო. ვისაც ახალი მილები აქვს შეყავნილი მათ ჩვეულბერივად მიეწოდება, ხოლო ვინც ძველი მილებით სარგებლობს, მათ წყლის მიწოდება შეუწყდათ. ეს შეფერხება გამოწვეული იყო ძველი და ახალი მილების გადაერთებით. ნელ-ნელა გამოსწორდება წყლის მიწოდება და უკეთესი დინებით გამოვა ონკანებშიც“, - განმარტავს მუნიციპალური განვითარების ფონდის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ოთარ ჩიკვაიძე.

ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას წყალი გრაფიკით, დილით და საღამოს მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში განმარტავენ, რომ აღნიშნიშნული პრობლემა ძველი სისტემიდან ახალ სისტემაზე გადართვამ გამოიწვია.
„ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, არის რიგი სამუშაოები დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება და ქალაქის წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში ჩადგება“, - განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პრობლემა, რაც ზარზმელის ქუჩას შეექმნა ყველა იმ ქუჩაზე იქნება, სადაც სასმელი წყლის ახალი სისტემა გაკეთდა.

„რა თქმა უნდა ეს პროცესი გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მაგრამ ქალაქის წყალმომარაგების კომპანია მზად არის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად დროზე იქნას აღმოფხვრილი“, - ამბობს ოთარ ჩიკვაიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება