FM97.5 / LIVE

ახალციხელები ''ქართული ოცნების'' ხვალინდელ აქციაზე

მთავარიპოლიტიკა 26.05.2012
ახალციხელების განწყობა და დამოკიდებულება დედაქალაქში ხვალისთვის დაგეგმილი ღონისძიებისადმი

ახალციხელები ''ქართული ოცნების'' ხვალინდელ აქციაზე

”ქართული ოცნება” 27 მაისის აქციისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებს.

მსველელობა ხვალ პირველ საათზე დედაქალაქში სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება: ვაკის პარკიდან, დიდუბის პანთეონიდან და ავლაბრის მეტროდან.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და აქციის ორგანიზატორმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ხალხის კონცენტრირება თავისუფლების მოედანზე სამ საათზე მოხდება. აქ შედგება დასკვნითი ღონისძიებაც.

- ”დილის 5 საათიდან ვიწყებთ ტექნიკური საშუალებების დამონტაჟებას. უნდა მოვიცვათ ძალიან დიდი ფართობი, პარლამენტის ტერიტორიის ჩათვლით. მინდა გითხრათ, რომ თბილისში არათუ დახურული დარბაზი, ღია ცის ქვეშაც კი არა იმხელა მოედანი, სადაც ივანიშვილის ყველა მხარდამჭერი დაეტევა”, - აცხადებს ძიძიგური.

ხვალინდელი აქციისთვის რეგიონებიდან ხალხის მობილიზება არ ხდება. ვისაც აქციაზე წასვლა სურს, რეგიონიდან თბილისში ის თავად წავა. შესაბამისად, კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის ოფისში აქციაზე წასასვლელად მხარდამჭერთა ორგანიზება არ ხდება. თუმცა, როგორც ახალციხის ოფისში, პირად საუბარში ამბობენ, მათ თბილისში წასვლის ბევრი მსურველი აკითხავთ.

”სამხრეთის კარიბჭის” მიერ ქუჩაში გამოკითხულთა უმრავლესობა, დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებისადმი ინდიფერენტულადაა განწყობილი.

”არ ვაპირებ აქციაზე დასწრებას, არც ამათთან და არც იმათთან, არ აქვს აზრი და იმიტომ. ხალხის მონაწილეობა პოლიტიკაში მაინც ვერაფერს შეცვლის. ერთი კია, სოფლელი კაცი ვარ, ქალაქში უამრავი სასტუმროს აშენებას, მირჩევნია სოფლის მეურნეობას მიხედონ, სოფელს მიაქციონ ყურადღება”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრები ჯონი გაბრიჩიძე.

ხვალ თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ არაფერი იცის შუახნის ტაქსის მძღოლმა: ”ჯერ დრო გვაქვს, ვიფიქრებთ ვინ უნდა ავირჩიოთ”.

ავთანდილ წიქვაძემ თბილისში დაგეგმილი ღონსიძიების შესახებ ტელევიზიით მოისმინა: ”არამგონია აქედან ვინმე წავიდეს. ან რა მნიშვნელობა აქვს ამ აქციის გამართვას?! რისთვის უნდა გამართონ?! სახელმწიფო შემდგარია, ჩვეულებრივ მუშაობს ხალხი. მთავრობა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს”.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებიდან მხარდამჭერთა ორგანიზება არ ხდება, ძიძიგური სხვადასხვა რაიონიდან მაინც ბევრ ადამიანს ელოდება.

- ”ორგანიზებულად მათი ჩამოყვანა არ გვაქვს დაგეგმილი, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ თბილისში გვქონდეს ძირითადი ყურადღება და რესურსი გადმოტანილი. 27 მაისის შემდეგ გავალთ რეგიონებში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც, ამგვარი შეხვედრა ყველა რეგიონში მოეწყობა”, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” აქციის ორგანიზატორმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართული ოცნების’ ახალქალაქელი აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
19 აპრილს დაგეგმილი აქცია და მოსახლეობის განწყობა მესხეთში
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
“ჩვენ ვიწყებთ” - აქცია თბილისში
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა