FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.12.2019
თბილისში, ფართომაშტაბიან შეხვედრაზე ბორჯომიდან ათობით მიკროავტობუსი წავიდა. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ორგანიზება „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ გაუკეთა.

‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა

„ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წასასვლელად ბორჯომის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ. უმეტესობამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ხშირ შემთხვევაში მათი პასუხები ასეთი იყო: „შენი საქმე არაა მე სად წავალ“, სადაც მინდა იქ წავალ“, „მე არა მივდივარ ახლობელს ვაცილებ“.

„თბილისში მივდივართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვიზეიმოთ. ძალიან გვიხარია და სიამოვნებით მივდივარ“, –ამბობს ბორჯომში მცხოვრები მზიური გელაშვილი.

„მე თუ არ მინდა ვერც სამსახური, ვერც ოცნება და ვერც ნაციონალები ვერ დამავალებენ ვერფერს. საქართველოს ექვსი თვით მიანიჭეს საბჭოს თავმჯდომარეობა და ამის აღსანიშნავად მივდივართ“– ამბობს ანზორ ხაჩიძე.

საჯარო მოხელეებთან ერთად, თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე წავიდნენ ბორჯომის უფასო სასადილოს ბენეფიციარებიც.

„მე მივდივარ ჩემი სურვილით, რომ ქართული ოცნება ისევ დარჩეს ხელისუფლებაში. ჩვენ უფასოდ გავჭმევენ საჭმელს და იქ გვითხრეს, რომ წავიდეთ თბილისში და მივდივართ. წასასველად გზის ფულს არ ვიხდით, მათ მივყავართ “ – ამბობს ბორჯომის სათნოების სახლის ბენეფიციარი, ზოია კუზოვაია.

ბორჯომის მუნიციპალიტრეტის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, მოსახლეობა თბილისში თავისი სურვილით მიდის.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე
‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს
'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
ლევან ლიპარტია: ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული [R]
მეორე ტურის შედეგები ბორჯომში [სრული]