FM97.5 / LIVE

აწყურში ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, სამართალი 02.07.2018
დღეს, 2 ივლისს, სოფელ აწყურში, ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა

გარდაცვლილი სენაკიდან იყო და იგი ბოლო სამი თვის განმავლობაში ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა.

მომხდარის შესახებ მშენებარე ობიექტზე დასაქმებულებს საუბარი არ სურთ: „უფროსობა მოვა და იმას დაელაპარაკეთ. გარდაცვლილი უკვე სენაკში გადაასვენეს და ჩვენც იქ მივდივართ“, – გვითხრეს მათ.

ხელმძღვანელი პირები ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ დენი იმ რკინის არმატურაზე, რომელსაც მუშები ქსოვდნენ, ელექტროსადენიდან გადავიდა: „ძალიან გრძელი არმატურა რკინიგზის ელექტროსადენზე დაუვარდა, რის გამოც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამ ხაზებში 300 ვოლტი დენი გადის. ალბათ შემთხევით მოუვიდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება 240 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

სოფელ აწყურში ახალი ხიდის მშნებელობა სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამუშაოებს „ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენი“ ახორციელებს. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’
ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია