FM97.5 / LIVE

რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.08.2018
იმ დღეს, როცა აწყურში ხიდის მშენებლობაზე მუშა რკინიგზის ხაზიდან დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, მშენებელ კომპანიას რკინიგზისთვის ელექტროენერგიის გათიშვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’

ახალციხეში, სოფელ აწყურში მშენებარე ხიდთან საქართველოს რკინიგზის ხაზები გადის. როგორც საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, ამის გამო ხიდის მშენებელ კომპანიას „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენს“ მათთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული: „ეს დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ როდესაც აწყურში ტარდება სამუშაოები დენის გამორთვის მიზნით მშენებელმა რკინიგზას წინასწარ უნდა შეატყობინოს. იყო შემთხვევები, როდესაც მან აიღო ე.წ. ტექნოლოგიური ფანჯარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რკინიგზის კომუნიკაციებზე დენი გამოვრთეთ და გარკვეული საათების განმავლობაში მშენებელმა სამუშაოები უსაფრთხოდ განახორციელა. მაგრამ იმ დღეს, როცა მუშა გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზაში დენის გამორთვის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, არ ვიყავით საქმის კურსში“.

შეკითხვაზე, რატომ არ მიმართა მშენებელმა უსაფრთხოების მიზნით რკინიგზას, რომ ელექტროენერგია გამოერთოთ, პასუხი ვერ მივიღეთ. „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენში“ „სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. საქმის შესწავლა კი ჯერ არც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედ ინსპექტირების ჯგუფს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუსრულებია.

„როცა ჯგუფი ჩავიდა ადგილზე სამუშაოები იმ პერიოდში არ მიმდინარეობდა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, შეჩერებული იყო მუშაობა და ამიტომ უბრალოდ დაათვალიერეს ობიექტი. აუცილებელია შევისწავლოთ მშენებელი კომპანიის ტექნიკური პასპორტი და გამოვითხოვოთ ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით მათი სისტემური მიდგომების შესახებ“, – ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ: „რომ ამ ეტაპზე გამოძიება ექსპერტიზების პასუხებს ელოდება“.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, სოფელ აწყურში, ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
კომპანია, რომლის დაუდევრობითაც მუშა გარდაიცვალა, მუშაობას სანქციების გარეშე აგრძელებს
ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა