FM97.5 / LIVE

გიორგიწმინდის შემდეგ საქონელი რეგიონის სხვა სოფლებშიც იხოცება

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2018
პირუტყვის მომაკვიდნებელი დაავადება, ნოდულარული დერმატიტი ახალციხის შემდეგ ასპინძასა და ნინოწმინდაში გავრცელდა.

გიორგიწმინდის შემდეგ საქონელი რეგიონის სხვა სოფლებშიც იხოცება

ახალციხეში ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები გამოვლინდა მუსხის, აგარის და სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

„აცრები მიმდინარეობს მუსხში, ხეოთში, აგარაში, კლდეში, ბოგაში, წნისსა და საყუნეთში. ასევე, დაგეგმილია სოფელ ურაველშიც“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქონელი უკვე აცრეს გიორგიწმინდაში, ფერსასა და მუგარეთში.

რაც შეეხება ასპინძას, პიურტყვის დაცემის შემთხვევები გამოვლინდა სოფელ სახუდაბელსა და საყევარის მთაში.

მისივე თქმით, დაავადება გავრცელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაშიც: „მიმდინარეობს ვაქცინაცია. მოსახლეობას ვთხოვთ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ დაგვიკავშირდნენ“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში ნუდულარული დერმატიტის გავრცელებასთან დაკავშირებით, თვითმმართველობაში დღეს, 2ივლისს მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საქონლის დაავადება ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელშია გავრცელებული მათ შორის კონდურის თემში.

შეგახსენებთ, რომ ნოდულარული დერტატიტის შემთხვევები ახალციხეში რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდის ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე. მწვავე ფორმის დროს საწყის სტადიაში დაავადებას, როგორც აღვნიშნეთ, ახასიათებს ცხელება (ტემპერატურა ადის 40-410-მდე), მადა უქვეითდება, აქვს ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, 48-72 საათის შემდეგ გამოვლინდება კვანძოვანი გამონაყარი _ ბორცვები კანზე, მრგვალი ფორმის, დიამეტრით 0.5-5 სმ. ბორცვების რაოდენობა მერყეობს რამდენიმე ერთეულიდან ასეულამდე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კანის მთელ სიგრძეზე. ადგილობრივი ლიმფური კვანძები გამოკვეთილია, იშვიათ შემთხვევაში პირუტყვი ამჟღავნებს აგრესიულობას. შეიძლება გამოვლინდეს აბორტიც.

მძიმე ფორმის დროს აღენიშნება ხანგრძლივი ცხელება, მადის დაკარგვა, სიგამხდრე. ამონაბორცვები წარმოიქმნება მთელ ტანზე, გარეგან ლორწოვან გარსზე, შეიძლება დაზიანდეს ტრაქეა, საყლაპავი. ემართებათ ფილტვის შეშუპება და იღუპება ასფიქსიით ან ვითარდება ბრონქოპნევმონია. ქვემწვავე მიმდინარეობის დროს კანზე დაზიანება შეუმჩნეველია. დაავადება შემოიფარგლება დროებითი ცხელებით 2-5 დღე, მადა არ აქვს.
ახალდაბადებულ ხბოებში მიმდინარეობს ატიპიური ფორმა, პერიოდული დიარეით, ცხელებით, კანზე დაზიანება არ შეინიშნება. ზრდასრულ პირუტყვს აღენიშნება მადის დაკარგვა, პერიოდული ცხელება.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც, მაგრამ, პირუტყვი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი.

ბორცვაკის გაკვეთისას შემაერთებელი ქსოვილი თეთრი-მორუხო ფერის არის, სქელი კონსისტენციით, კანი და კანქვეშა უჯრედები გაჯირჯვლულია მოწითალო ფერის სითხით. ბორცვაკები ასევე აღინიშნება კუნთოვან ბოჭკოებში, ფილტვებში, მაჭიკში, ფაშვში, საშვილოსნოზე, პლევრაზე, გულზე. ღვიძლში აღინიშნება სისხლჩაქცევები. პოსტმორფოლოგიური მონაცემები იცვლება დაავადების პროცესების განვითარების სტადიაზე.

ტიპიური ფორმის (ბორცვაკებით _ კვანძებით) დიაგნოზირება ადვილია, ატიპიური ფორმების – რთული. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოიყოს ვირუსი და მოხდეს მისი იდენტიფიცირება. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ეპიზოოტოლოგიურ მონაცემებს და სიმპტომებს.
საბოლოო დიაგნოზი უნდა დაისვას ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.

დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში  საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ადგილობრივები: კულიკამში ნოდულარული დერმატიტით საქონელი იხოცება
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]