FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, ხმა სოფლიდან–რადიო 28.06.2018
გიორგიწმინდაში საქონელი იხოცება. სოფელში პირუტყვის მომაკვიდნებელი დაავადება, ნოდულარული დერმატიტი გაჩნდა. დაავადება ადამიანზე არ გადადის, თუმცა დაავადებული ძროხის რძის მოხმარება დაუშვებელია.

სამცხე-ჯავახეთში  საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]

დაავადება, რომლის პირველი ნიშნები საქონელს ორი კვირის წინ გამოაჩნდა, რეგიონში მანამდე არასდროს გავრცელებულა.

„10 დღის წინ ქავილი დაეწყო. ნახირიდან რომ მოვიდა უკვე გამონაყარი ქონდა. ანტიბიოტიკები მივაშველე და იმის მერე ასეა. მეზობელს მოუკვდა. 10 დღეა მთელი სოფელი რძეს ვაქცევთ, რადგან გაგავფრთხილლეს არ გამოიყენოთო, ფაქტიურად სოფელი მშიერია დარჩენილი“, – გვეუბნება გიორგიწმინდის მცხოვრები სვეტა ხიბლიშვილი.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ნოდალური დერმატიტი განსაკუთრებით საშიში დაავადებაა, რომელიც დროული ვაქცინაციის გარეშე პირუტყვის სიკვდილს იწვევს. ძროხას ჯერ ქავილი ეწყება, შემდეგ კანქვეშ გამონაყარი უჩნდება, იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, უშუპდება შინაგანი ორგანოები და კანქვეშა უჯრედები, უზიანდება თვალები, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ლია ბექაურის ინფორმაციით, მსგავსი დაავადების ნიშნები აღმოჩნდა ასპინძაშიც, თუმცა ვაქცინაცია დროულად დაიწყო და დაავადება არ გავრცელებულა: „ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს, მაგრამ თუ ფერმერი შეამჩნევს კანის დაზიანებას, უნდა ჩაატაროს სიმბტომატიკური მკურნალობა ანუ მკურნალობა, რითაც ცხოველს არ დაემართება მეორეადი ინფექცია, უნდა დამუშავდეს კვანძები კანზე ასეპტიკური საშუალებით და შეიძლება ანტინიოტიკიც გაუკეთონ“.

გიორგიწმინდის მცხოვრებლები წუხან, რომ საქონელი ვაქცინაციის ფონზეც იხოცება. სამი ძროხა უკვე მოკვდა. მათ ნაწილს ძროხები ბანკიდან აღებული კრედიტით ჰყავს ნაყიდი, ხოლო იმის გამო, რომ რძეს ვეღარ ყიდის, ვეღარც სესხის გადახდას ახერხებს.

„სოფელი უძლურია, პირველად არის ეს დაავადება. ზეზეულად ლპება საქონელი. ამის იმედად ვართ. მოსავალი აქ არ მოდის. ურწყავი სოფელია. მთელი სოფლის მაცხოვრებლებს კრედიტები აქვთ აღებული. ზოგი ყველსაც კი არ ჭრის, სახლში მიაქვს და ყიდის. არ ვიცით ვინ უნდა დაგვეხმაროს“, – ამბობს დიანა გოგოლაძე.



ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას მისი თანასოფლელი, სვეტა ხიბლიშვილი: „10 დღე რძე აქციეო. ვაქცევ, მაგრამ ჩემს შვილებს ვინ აჭმევს? ბანკის წარმომადგენელი რომ მოვა გამგებელთან გავუშვებ. მიაწვდინეთ ეს ხმა ძალიან გთხოვთ“.

ახალციხის მუნიცპალიტეტის მერის წარმომადგენელი გიორგი ბლიაძე ამბობს, რომ რაც მის ვალდებულებაში შედიოდა ის უკვე გააკეთა, თუმცა მზადაა მოსახლეობას ტრაქტორის საშუალებით, დახოცილი საქონლის დამარხვაშიც დაეხმაროს: „სახელმწიფო მხოლოდ აცრაში ეხმარება. ვინც თავიდანვე დაიწყო მკურნალობა ეშველა, ვინც გვიან - ვერა. ჩვენ რაც შეგვეძლო, შევატყობინეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს“.

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევაში ცხოველთა სიკვდილიანობა 2-10%-მდე მერყეობს. პრევენციისთვის არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს 2-3 წელი იძლევა. დაავადების წარმოშობის ადგილი აფრიკაა, მისი გადამტანი კი მწერები არიან.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნოდალური დერმატიტი სამცხე– ჯავახეთში ე.წ გადასარეკი ტრასებიდან გავრცელდა. ეს ადგილები კი ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქშია.

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგიწმინდის შემდეგ საქონელი რეგიონის სხვა სოფლებშიც იხოცება
ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს
მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა