FM97.5 / LIVE

სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება

მთავარისამართალი » შემთხვევა 16.07.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში მოსახლეობას პირუტყვი ეხოცება. საქონელს სავარაუდოდ დაავადება პასტერელოზი (ბოღმა) აქვს.

სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება

სოფელ ანდრიაწმინდაში 50–მდე ძროხა უკვე მოუკვდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაავადებული პირუტყვი რამდენიმე საათში კვდება. მკვდარ პირუტყვს მეპატრონე მიწაში მარხავს.

დეპუტატის ტარიელ ტაბატაძის განმარტებით, ამ დრომდე სოფელში არავინ ასულა და მოსახლეობის ბედით არ დაინტერესებულა.

„ვისაც მივაკითხეთ, ყველამ გვითხრა, ჩვენ არ გვეხება, თქვენს თავს თავად მიხედეთო. ერთ წამალში 20 ლარის გადახდა გვიწევს. აქ რომ ვეღარ ვიშოვეთ, თბილისში დავაბარეთ და იქიდან ველოდები წამალს რომ წავიღო და პირუტყვი ავცრათ“, – ამბობს იგი.

მიუხედავად ამისა, დეპუტატს აღნიშნული პრობლემის შესახებ საკრებულოსთვის არ მიუმართავს.

ტარიელ ტაბატაძის განმარტებით, პირუტყვს დაავადება მთაში გაუჩნდა და რადგან იქ მკურნალობა ვერ შეძლეს, სოფელში ჩამოიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ მთაში სხვა სოფლის ძროხებიც ბალახობენ და შესაძლოა დაავადება სხვაგანაც გავრცელდეს.

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, პირველადი დიაგნოზით, ეს დაავადება პასტერელოზია. დაავადება არ შედის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისად, მოსახლეობას დაავადებული პირუტყვის განკურნება თავად მოუწევს.

„პასტერელოზი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. სამწუხაროდ, მოსახლეობამ თვითონ უნდა მიიყვანოს კერძო ვეტერინარი“, – ამბობს ლია ბექაური.

მისივე თქმით, დაავადებული საქონლის ხორცის საკვებად გამოყენება ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება: „დაავადებული და იძულებით დაკლული ცხოველის ხორცი არ შეიძლება შეუზღუდავად გაიშვას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაიყიდოს. სასაკლაოზე არის ვეტერინარი, რომელიც ცხოველს ამოწმებს და დაავადებულს არავინ დაკლავს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პირუტყვის დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცხოველის სამკურნალოდ თანხის გამოყოფის უფლება არ აქვთ. მოსახლეობისთვის კონსულტაციის გასაწევად კი უკვე მიმართეს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს.

პასტერელოზი (ბოღმა): ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, გრძელდება რამოდენიმე საათიდან 2 – 3 დღემდე. მიმდინარეობს ძირითადად ზემწვავე და მწვავე ფორმით, აღინიშნება დაავადების ქვემწვავე და ქრონიკული ფორმაც. ზემწვავე ფორმის დროს კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის, ცხოველი სწრაფად კვდება მაღალი ტემპერატურით. მწვავე ფორმის დროს მსხვილ რქოსან პირუტყვს უზიანდება ნაწლავები და სასუნთქი ორგანოები, ვითარდება შეშუპება კისრისა და ყბის მიდამოში. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება მოდუნება, ცხვირიდან სეროზულ ჩირქოვანი გამონადენი, კონიუქტივიტი. თუ დაავადებულ ცხოველს მკურნალობა დროზე არ ჩაუტარდა, იგი სწრაფად კვდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
სოფელ ჩორჩანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
მეურნე: ანდრიაწმინდაში პასტერელოზი გავრცელდა [Vide]
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
ახალციხის სოფლებში ძროხების დაავადება გავრცელდა
გიორგიწმინდის შემდეგ საქონელი რეგიონის სხვა სოფლებშიც იხოცება