FM97.5 / LIVE

ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2018
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 150 000 სული პირუტყვი აცრა.

ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს

სეს–ის ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის აცრები მცხეთა–მთიანეთის, სამცხე–ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში მიმდინარეობს. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს ითანამშრომლონ მათ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიების დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა.

დაავადება


ნოდურალური დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ნოდურალური დერმატიტით ავადდება მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს,თუმცა დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას.

გავრცელების გზები


დაავადების გავრცელება სხვადასხვა გზებითაა შესაძლებელი, გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები, რომელთაც დაავადება გადააქვთ მექანიკურად. დავაადების გადაცემა შეიძლება დაინფიცირებული ნერწყვით, დასვრილი წყლითა და საკვების მიღებისას. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება მისი პრევენციისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ეფექტურია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2–4 კვირაა, საწყის სტადიაში დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ტემპერატურის მატება, რომელიც შესაძლებელია 7დღემდე გაგრძელდეს.

ნოდურალური დერმატიტის სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით ცხოველს უნდა შევუქმნათ კარგი მოვლა–შენახვის პირობები, დაავადების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველს დაენიშნოს ანტიბიოტიკოთერაპია მეორადი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები, სამცხე–ჯავახეთში ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ადგილობრივები: კულიკამში ნოდულარული დერმატიტით საქონელი იხოცება
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება