FM97.5 / LIVE

წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა

მთავარი 29.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ათი სული საქონელი პიროპლაზმოზით დაავადდა. ამის შესახებ წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრა.

წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
რწმუნებულის თქმით, აღნიშნულის გამო მოსახლეობა შეწუხებულია.

”დაავადებულმა პირუტყვმა წველადობას უკლო. ერთი ძროხა ამ დაავადებით უკვე მოკვდა”, - ამბობს წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ხაჩო ჩახოიანი.

მისივე თქმით, სოფელში დაავადების პირველი შემთხვევა არ არის. პიროპლაზმოზი გასული წლის შემოდგომაზეც დაფიქსირდა.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ პირუტყვის პიროპლაზმოზით დაავადების შემთხვევაში, მეპატრონემ საქონლის განკურნებაზე თავად უნდა იზრუნოს, რადგან მსგავსი ტიპის დაავადებები სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება.

”აღნიშნული დაავადება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ნუსხაში არ შედის. სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ფინანსდება. ამ ეტაპისთვის ჯილეხის კერებში პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ კი თურქულის, ცოფის, ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის სისხლის ნიმუშების გამოკვლევა იგეგმება”, - ამბობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ვერიკო გულუა და ამატებს, რომ მოსახლეობას დაავადების წინააღმდეგ სამკურნალო საშუალებების შეძენა ნებისმიერ ვეტერინარულ აფთიაქში შეუძლიათ.

პიროპლაზმოზი მწვავე სეზონური დაავადებაა, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით, მუქი წითელი შარდის გამოყოფით.

ეკონომიკური დანაკარგი ენზოოტიის პერიოდში წარმოიშვება დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

დაავადების მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში  უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს