FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.07.2017
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი თვეა წყალი დაბალი წნევით და ისიც ცოტა ხნით მიეწოდებათ, „წყალმომარაგების კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე წყალი ისე წყდება, რომ აქ მცხოვრებლები ჭურჭლის გავსებას ვერ ასწრებენ.

„ერთი ვედროც ვერ ავავსე და ახლაც არ მოდის, როგორ მოვიქცეთ?! მთელი დღე წყალს ველოდებით ბავშვები გვყავს, ასე როგორ შეიძლება. ისეთი დაბალი წნევა აქვს წყლის გამათბობლებსაც კი ვერ ვრთავთ“, – ამბობს ვარძიის ქუჩაზე მცხოვრები მზია ჩიტაშვილი.

ადგილობრივების განმარტებით პრობლემის მოგვარების მიზნით „წყალმომარაგების კომპანიას“ არაერთხელ მიმართეს, დაპირების მიუხედავად მათ დასახმარებლად არავინ მისულა.

„ორი კვირის წინ მივედი კომპანიაში,მითხრეს მოვალთ და დავაბერინებთ გაჭედილი ხომ არ არისო, მაგრამ არავინ მოსულა. უწყლოდ ვართ, ზაფხულია ყველას წყალი გვჭირდება, დაბანასაც ვერ ვახერხებთ, წვეთობით მოდის“, – ამბობს ვარძიის ქუჩაზე მცხოვრები ლამზირა ლომიძე.
ადგილობრივების განმარტებით, წყალი ყოველ დილა–საღამოს დაახლოებით ნახევარი საათით მოდის, მსგავსი პრობლემა აწუხებს ხაშურის ქუჩის მცხოვრებლებსაც: „ერთი ვედროსაც ვერ ვავსებთ, იქნებ დაგვეხმაროთ ეს პრობლემა მოგვიგვარდეს“, – აცხადებენ ადგილობრივები.

„წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ თათარაძის განმარტებით აღნიშნულ ქუჩებზე ამ ეტაპზე პრობლემა არ არსებობს და წყლის წნევაც დამაკმაყოფილებელია.

„ადგილზე იყო მისული ტექნიკური სამსახური. გადაამოწმეს და წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია, წყლის წნევაც დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის პრობლემა არ არის. მანამდე როგორ იყო ვერ გეტყვით, რადგან აქამდე არ გადამიმოწმებია“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში მიხეილ თათარაძემ.

თუ პრობლემა არ მოგვარდება „წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელობასთან ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები ერთად მისვლას აპირებენ: „24–საათიან წყალმომარაგებას გვპირდებოდნენ და განრიგითაც არ გვაქვს ნორმალურად!“

ექნებათ თუ არა ვარძიის ქუჩაზე 24–საათიანი წყალმომარაგება, კომპანიის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირთ.

„ვსწავლობთ 24– სათიანი წყალმომარაგების შესაძლებლობას არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ , ყველა იმ ქუჩაზე, სადაც წყალი განრიგით მიეწოდებათ. ამ ტექნიკურ შესაძლებლობაზე მიმდინარეობს კვლევა, ჯერ საძიებო სამუშაოები არ დასრულებულა რაც კონკრეტული პასუხის გაცემის საშუალებას მომცემს“, – განაცხადა მიხეილ თათარაძემ

ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა
ვარძიის ქუჩაზე ცხაურების ხმაური აწუხებთ
‘როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დღის განმავლობაში უწყლოდ ვართ’ - რაბათის მცხოვრებლები
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება