FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

მთავარისიახლე, განათლება 21.06.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საგამოცდო შტრიხ–კოდების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ, ამიტომ სტუდენტები საკუთარი ნამუშევრების ამოსაცნობად დაიბარეს.

უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მესამე კურსის სტუდენტმა როზმარ გულაროვმა ორ გამოცდაში ტესტი 15 ივნისს დაწერა. რამდენიმე დღის შემდეგ მას უნივერსიტეტიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ნაწერის ამოცნობას ვერ ახერხებენ და ამისთვის უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდეს: „შტრიხები აირიაო. დარწმუნებული არ ვარ ამოვიცნობ თუ არა. ხან გაკრული ხელით ვწერ და ხან კარგად“.

დაწერილი ტესტის ამოსაცნობად უნივერსიტეტში ჯერ არც ნანა აჩელაშვილი მისულა: „ხვალ უნდა მივიდე დილით, როგორც გვითხრეს ბევრჯერ მოხვდა ხელი და კოდი გაიცრიცა. სხვა არაფერი ვიცი“.

უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრის წარმომადგენელის დარეჯან ვედიაკოვის განმარტებით პრობლემა მხოლოდ ერთ ფაკულტეტს შეექმნა: „შტრიხ–კოდებზე, რომელიც ჩვენ დავაკარით ხელი აქვს გადასმული, ალბათ ოფლიანიც. შესაძლოა კოდის დაწებების დროს თანამშრომელმაც გადაუსვა ხელი, ამიტომ აპარატს ამოკითხვა უჭირს“.

კითხვაზე გააფრთხილეს თუ არა წინასწარ სტუდენტები რომ ხელი არ გადაესვათ შტრიხ–კოდზე, ვედიაკოვი გვპასუხობს, რომ არა: „არც მე ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა. აქამდე მსგავსი პორობლემა არ გვქონია. ოთხი წელია ეს ტესტები გვაქვს“.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტის ლაურა თარხნიშვილის განმარტებით უნივერსიტეტში საკუთარი ნამუშევრების ამოსაცნობად 44 სტუდენტი დაიბარეს.

„დიდი ჯგუფია, ტესტებს ფაქიზად უნდა მოპყრობს, ჯერ სტუდენტი ეხება, მერე ფაილში ჩადების დროს ზიანდება, შემდეგ ასწორებენ, ეს ყველაფერი მოქმედებს და შტრიხ–კოდი გაუფერულდა, ამის გამო ვერ წაიკითხა აპარატმა. ორი გამოცდის შედეგებზეა საუბარი. ეს არის ბიზანტიის ისტორია და ისლამური სამყაროს ისტორია“, – ამბობს ლაურა თარხნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის ინავარში ელექტრონულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები წაიშალა. მაშინ ის სერვერი დაიწვა, რომელზეც სტუდენტების შედეგები ინახებოდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში 80–მდე სტუდენტი საკუთარი ნამუშევრების ამოსაცნობად  დაიბარეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
გამოცდები უნივერსიტეტში – აღდგენილი ელექტრონული სისტემა და რისკები
‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ