FM97.5 / LIVE

გუბერნიის თანამშრომელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა

მთავარისიახლე, სამართალი 21.06.2018
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი გუბერნიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გუბერნიის თანამშრომელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა

შემთხვევა, 20 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე ასპინძაში, სოფელ საროსთან მოხდა. ამ დროს გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ვახტანგ მერაბიშვილი ექსპედიციის ფარგლებში გამართული ღონისძიების შემდეგ, საროდან ახალციხის მიმართულებით მოდიოდა. იგი “Toyota LG 1OO” მარკის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომრებიცაა HBH-040, მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდა გადავიდა და ამობრუნდა. მერაბიშვილი მანაქანაში მარტო იჯდა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი მიქელაძის თქმით, შემთხვევის შედეგად მერაბიშვილი არ დაშავებულა. მასთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ არა ერთხელ სცადა, თუმცა, ჩვენ სატელეფონო ზარებს მერაბიშვილმა არ უპასუხა. გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ვახტანგ მერაბიშვილი ისევ ასპინძაშია და ექსპედიციაში მონაწილეობას აგრძელებს.

„მანქანა საჯარიმოზე არ გადაუყვანიათ, რადგან მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, გზაზე ნაწვიმარი იყო და იმიტომ მოსრიალდა. სადაზღვევო კომპანიას დავუკავშირდით და ისინი მიხედავენ ყველაფერს“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.

“Toyota LG 1OO”, სახელმწიფოს რწმუნებულის აპარატიდან, 2017 წელს „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გუბერნიას 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ უსასყიდლოდ გადასცა. ავტომანქანას „სოციალური ჭრების ფარქლებში მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი რესურსის საჭიროების შესწავლის მიზნით“ შექმნილი კომისია სამსახურეობრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად იყენებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის 10–ე პუნქტის მიხედვით დააჯარიმა. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

გუბერნიის თანამშრომელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
შემთხვევის ადგილი


სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, გუბერნატორის მოადგილესთან და სტუდენტებთან ერთად, სოფელ საროში ორ დღიანი ექსპედიციის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ექსპედიციის მონაწილეები ისტორიულ ძეგლებს, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუდენტებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საპროექტო წინადადებები უნდა მოამზადონ. ამას კი რეგიონის განვითარების გრძელვადიან გეგმაში გაითვალისწინებენ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად საპროექტო წინადადებები განიხილა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ