FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, შემთხვევა 17.06.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე სამსახურეობრივი მანქანით სოფელ მუგარეთთან ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
საჯარიმოზე მდგარი "ტოიოტა პრადო"

ავტოსაგზაო შემთხვევა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, 15 ივნისს, 13:10 საათზე მოხდა. გამგეობის ბალანსზე რიცხულ შავი ფერის „პრადოს“, სახელმწიფო ნომრით CG – 747 – GC, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე აგარის მიმართულებით მიდიოდა, საჭესთან მისი მძღოლი გიორგი პაპიძე იჯდა.

გამგებლის თქმით, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი, „ტოიოტას“ მარკის, მარჯვენასაჭიანი მანქანა "ტრაილერის" გასწრებას ცდილობდა, საპირიპიროდ მიმავალი „პრადო“ ვერ შენიშნა და დაეჯახა.

„ტრაილერს" ააცილა, მაგრამ ჩვენ დაგვეჯახა და დაგვაზარალა. უმნიშვნელო ნაკაწრი მაქვს, კარგად ვარ“, – ამბობს სატელეფონო საუბარში ზაზა მელიქიძე.

თუმცა, როგორც სოფელ მუგარეთში მცხოვრებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, გამგებელმა დაზიანება თავის არეში მიიღო.

მელიქიძე მესამე დღეა ბიულეტენზე იმყოფება. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან სამსახურში გავა.

გამგებლისგან განსხვავებით, მის მძღოლს ბიულეტენი არ აუღია. „კარგად ვარ, არაფერი დამშავებია“, – ამბობს გიორგი პაპიძე.

მისი თქმით, აბსოლუტურად უვნებლად გადარჩა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მჯდომი ორი ადამიანიც: „შეშინებული იყვნენ ძალიან, სხვა არაფერი დაშავებიათ“.

პაპიძე ამბობს, რომ გამოძახებული სასწრაფოს მომსახურება აღარ დასჭირვებიათ: „ყველა კარგად ვიყავით, ამიტომ სასწრაფო ჩვენამდე აღარ მოსულა“.

გამგებლის თქმით, შემთხვევისთანავე 112–ზე თავად დარეკეს: „შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოვიდნენ და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო“.

მომხდარს შსს სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის გამგეობის სამსახურეობრივი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. შეკითხვაზე: მოუწევს თუ არა მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლს, მელიქიძე გვპასუხობს: „ჯერ არაფერი ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მანქანის შესყიდვაზე ტენდერი 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარი გალხდათ. გამგეობამ მანქანა 49 800 ლარად შეიძინა.

ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი

ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მძღოლს, რომელიც ახალციხის გამგებელს დაეჯახა, დააჯარიმებენ
სასწრაფოს მანქანაზე შეჯახების გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ
ახალციხის მერის ავტომანქანა ავარიაში მოყვა
ახალციხეში 15 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]
ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა
ნინოწმინდაში ქვეითს მანქანა დაეჯახა