FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2018
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ საფეხბურთო კლუბებს შორის, ჩემპიონატს, სახელწოდებით "მოყვარულთა თასი" გამართავს.

სამცხე–ჯავახეთში  ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

დღეს, 20 ივნისს, 14:00 საათზე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩალაძე, სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. სპეციალურად ჩემპიონატისათვის, კლუბების წევრებს ფეხბურთის სამ–სამი ბურთი გადაეცათ.

საფეხბურთო სამოყვარულო კლუბებს შორის, ჩემპიონატი პირველ ივლისს დაიწყება და ოქტომბრამდე გააგრძელდება. მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. ისინი სულ 14 მატჩს გამართავენ. საბოლოოდ, სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ფინალურ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 32 გუნდთან ერთად ითამაშებენ. ფინალში გამარჯვებული გუნდი 4 000 ლარს მიიღებს, ხოლო მეორე ადგილოსანი 2 500 ლარს.

გარდა ამისა, ფინალში გამარჯვებული გუნდი, ევროპული ფეხბურთის ასოციაციის კავშირის(უეფა) მიერ გამართულ რეგიონთაშორის ტურნირზე გაემგზავრება.

"გვინდა, რომ უფრო მეტმა ახალგაზრდამ დაიწყოს ფეხბურთის თამაში. ახალგაზრდები უნდა დაინტერესდნენ ფეხბურთით და მიეჩვივნონ ჯანსაღი ცხოვრების წესს. წელს პირველად, გასული წლის გამარჯვებული ფოთის გუნდი ევროპის რეგიონთა თასზე გაემგზავრა და იქ ევროპის გუნდებთან ითამაშა", – განმარტავს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი ლაშა ჩალაძე.

სამცხე–ჯავახეთში  ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფეხბურთის ტურნირში პირველობა აწყურის გუნდმა მოიპოვა
ასპინძაში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში 'მოყვარულთა თასი 2019'-ის გათამაშება დაიწყო [R]
ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვება "დელტამ" მოიპოვა
მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის
ახალციხეში სამოყვარულო ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა