FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 23.05.2013
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის სოფლის გუნდები იღებენ. ფინალური მატჩი 26 მაისს გაიმართება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ფეხბურთის ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. თამაშები 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე იმართება.

”ტურნირში სულ ცხრამეტი გუნდი იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდებისთვის პრიზების შესაძენად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 150 ლარი გამოიყო”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცბისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი მაია სხირტლაძე.

ამ ეტაპზე ტურნირის მეოთხედფინალები მიმდინარეობს. ყოველ დღე ოთხი თამაში იმართება. დღეს გამართული ორი თამაშიდან ნახევარფინალში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სოფელ წნისის გუნდები გადავიდნენ.

უნივერსიტეტის გუნდმა დღევანდელ თამაშზე წმინდა გიორგის გუნდი 3:2 დაამარცხა. წნისის გუნდმა კი ვალის გუნდთან ფრე 4:4 ითამაშა, პენლებში კი 3:2 მოუგო.

”კარგი გუნდი გვყავს ვიმედოვნებ რომ ტურნირის გამარჯვებულები გავხდებით, ძალიან კარგი წამოწყებაა და კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება”, - ამბობს სოფელ წნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით ლაცაბიძე.

პრიზებს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მიირებენ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო ბომბარდირიც დაჯილდოვდება.
ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კალათბურთის ტურნირი დაიწყო
ფეხბურთის ტურნირში პირველობა აწყურის გუნდმა მოიპოვა
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვება "დელტამ" მოიპოვა
ვინ გახდა ფეხბურთის  ტურნირის გამარჯვებული უწყებებს შორის
რეგიონული ტურნირი მინი ფეხბურთში
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება